სკ ფერო-სკ ევროკრედიტი 3:6.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
11 ივნისი 2017

სკ ფერო-სკ ევროკრედიტი 3:6.მატჩის შემდგომი კომენტარები

 დღეს,  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში   სუპერლიგა  B -ს ნახევარფინალური  სერიიის  შეხვედრები  მიმდინარეობს,  სკ ევროკრედიტმა  6:3 დაამარცხა  სკ ფერო  და  ნახევარფინალურ  სერიაში  დაწინაურდა.  დღეს, ასევე  ½ სერიის  პირველი  მატჩი  გაიმართა  FUNDAY ENTERTAINMENT- სა და საქართველოს  უნივერსიტეტს  შორის, რომელშიც  FUNDAY-მ  4:0 დაამარცხა.  ნახევარფინალური  სერიიის  მორიგი შეხვედრები   24  ივნისს  გაიმართება,   სერია  ორ  მოგებამდე  გრძელდება. 

sbm.ge გამარჯვებული  გუნდის  წარმომადგენელს  გაესაუბრა

თორნიკე  ბახტაძე, ევროკრედიტი: „ზესტაფონის  ფერო  ძალიან  საინტერესო  მეტოქეა,  თავიდან უპირატესობა  მოვიპოვეთ და  ჩვენთვის  მნიშვნელოვანი  იყო  მაგ  თვალსაზრისით  თუმცა  თამაშის  მონდომებით  ვაჯობეთ  მადლობას მოვუხდი  მათ  კარგი  წინააღმდეგობისთვის  და  მადლობას  ვეტყვი ასევე  ჩვენს  ტრენერს, რომელმაც  ასე კარგად დაგვალაგა.“  



  © SBM, 2016-2024