„ტფილისი“ ლიგა 2-ის 2024/25 წ.წ სეზონის პირველი ფინალისტია!

ყველა სიახლე
04 აპრილი 2025

„ტფილისი“ ლიგა 2-ის 2024/25 წ.წ  სეზონის პირველი ფინალისტია!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის პირველი ფინალისტი "ტფილისია", რომელმაც "თსუ 2" სერიაში 2-0 დაამარცხა.

3 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის, ½ ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა - „თსუ 2“ VS „ტფილისი“.

მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა, გეგა კოშაძემ ყოფილ გუნდს 6 მეტრიანი დარტყმით გაუტანა. პირველმა ნახევარმა სრულად „ტფილისელთა“ უპირატესობით ჩაიარა, რაც გუნდმა გატანილი გოლებით ასახა. შესვენებაზე 0:5 ანგარიშით გავედით.

მეორე ტაიმში „თსუ 2“-მა რადიკალურად განსხვავებული ფუტსალი შემოგვთავაზა. გუნდს რეალური მომენტებიც შეექმნა ანგარიშში სხვაობის შესამცირებლად, თუმცა მათდა სამწუხაროდ ნავსის გატეხვა დროულად ვერ მოხერხდა. პრესტიჟის გოლის გატანა ვახტანგ დადიანმა, ლუკა გაგნიძის გადაცემის შემდეგ შეძლო!

შეხვედრის ბოლო გოლი კი საბა ეგრისელაშვილმა გაიტანა, რომელიც მისთვის რიგით მეორე იყო. ტაბლოზე ანგარიში იდენტურად დაფიქსირდა, მსგავსად წინა მატჩისა - 1:6!

საუკეთესო მოთამაშეებად ვახტანგ დადიანი და საბა ეგრისელაშვილი დასახელდნენ!

„უნივერსიტეტელები" მესამე ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, „ტფილისი“ კი ფინალში „სეუ“ VS „FLC 03”-ს შორის უკეთესს დაელოდება.

„სეუ“ VS „FLC 03” – 5 აპრილი, 14:30 - თბილისის ოლიმპიური სასახლე!



  © SBM, 2016-2025