ფუტსალის ლიგა 3-ის 1/2 ფინალი - "SL Academy" vs "Rustavi"
ყველა სიახლე
½ ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის წინააღდეგ რეგულარული სეზონის ჩემპიონი „SL ACADEMY” და ”რუსთავი“ იქნებიან.
„სასკოლო აკადემია“ გასული სეზონის, ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია და წელს ლიგა 3-ის ცხრილში პირველი ადგილი, 31 ქულით დაიკავა! გუნდმა 10 თამაშის მოგება მოახერხა, 3-ში დამარცხდა, 1 კი ფრედ დაასრულა. გაიტანეს ყველაზე მეტი 79 გოლი, 39 კი საკუთარ კარში მიიღეს. გუნდის ბომბარდირი გიორგი აირაპეტიანია, რომელმაც 16 შეხვედრაში 21 გოლის გატანა და 16 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ლევან გუგუციძე - 12 გოლი, 11 ასისტი! (11 თამაში)
¼ ფინალურ ეტაპზე „აკადემიის ბიჭები“ ბოლო პოზიციაზე გასულ „BNTU”-ს დაუპირსიპირდნენ და სერიის დახურვა მარტივად, ორ შეხვედრაში მოახერხეს! პირველი შეხვედრა - 8:2, მეორე შეხვედრა - 6:4
მიმდინარე სეზონის ერთპიროვნული ბომბარდირი ლევან მჭედლიშვილი (რუსთავი) გახვლავთ, რომელმაც 14 თამაშში 39 გოლის გატანა მოახერხა! ამასთან ერთად, ლევანის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაც ისახება. მეორე პოზიციაზე სწორედ ზემოთ ნახსენები გიორგი აირაპეტიანია 21 გოლით!
საუკეთესო ასისტენტობისთვის ბრძოლაში პირველ და მეორე პოზიციებს ნიკოლოზ ტურიაშვილი (რუსთავი) გიორგი აირაპეტიანი (SL ACADEMY) ინაწილებენ. მოთამაშეებს ერთნაირი რაოდენობის - 16 საგოლე გადაცემა აქვთ შესრულებული. „რუსთავმა“ რეგულარული სეზონი მე-5 ადგილზე, 17 ქულით დაასრულა. გუნდმა 5 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება, 7 თამაში დათმო და 2 ფრედ დაასრულა. გაიტანეს 67 და გაუშვეს 66 ბურთი!
ლევან მჭედლიშვილის შემდეგ, რუსთავში შედეგიანობით ნიკოლოზ ტურიაშვილი მეორეა - 17 გატანილი გოლი, 16 ასისტი! (16 თამაში)
¼ ფინალში „რუსთაველები“ „ავლაბარს“ დაუპირისპირდნენ და სერიაში ანგარიში 2-0 იმარჯვეს. პირველი შეხვედრა - 3:7! „რუსთავიდან“ 7-ვე გოლის გატანა ლევან მჭედლიშვილმა მოახერხა. მეორე შეხვედრა - 7:7 (ძირითადი დრო) [1:0] (დამატებითი დრო) - ეს თამაში ლიგა 3-ის სეზონის საუკეთესოობისკენ აუცილებლად გაიწევს.
რეგულარ სეზონში გუნდების გზა 2-ჯერ გადაიკვეთა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება „აკადემია“-ს დარჩა!
პირველი შეხვედრა - 5:2 - ვიხილეთ ილია გოგოხია-ხატისკაცის დუბლი, ლევან გუგუციძის და გიორგი აირაპეტიანის თითო გოლი. „რუსთაველთა“ მხრიდან ნიკოლოზ ტურიაშვილმა იჩინა თავი 2 გატანილი გოლით! შეხვედრაში ვიხილეთ 6 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათიც, რომელიც შალვა ოსიაშვილმა დაიმსახურა (მწვრთნელის ასისტენტი). MVP- ნიკოლოზ ტურიაშვილი (უნივერსალი) და გიგი ლომაია (მეკარე).
მეორე შეხვედრა - 5:6 – „აკადემიიდან“ თავი იჩინეს: ნიკოლოზ გოგოხიამ, გიორგი აირაპეტიანმა, ლუკა მიქაბერიძემ, ბექა ჭელიძემ, დავით კაკუბავამ და ლაზარე ჯავაშვილმა. „რუსთავიდან“ ლევან მჭედლიშვილმა მოახერხა პოკერის შესრულება და თორნიკე შამათავას ერთი გოლიც ვნახეთ! თამაშში ნაჩვენები იყო (მსგავსად პირველის) 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი ( არჩილ ასლანიშვილი)! შეხვედრის საუკეთესოებად ლევან მჭედლიშვილი (უნივერსალი) და გიგი ლომაია (მეკარე) დასახელდნენ!
მატჩი 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე გაიმართება.
პირდაპირ ტრანსლაციას SBM.GE-ზე შემოგთავაზებთ: SL Academy vs Rustavi