ფუტსალის ლიგა 3-ის 1/2 ფინალი - EU vs UG2

ყველა სიახლე
28 მარტი 2025

ფუტსალის ლიგა 3-ის 1/2 ფინალი - EU vs UG2

ფუტსალის ლიგა 3-ის ½ ფინალურ ეტაპს საუნივერსიტეტო დერბით გავხსნით!

29 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ნახევარფინალის ორ შეხვედრას უმაპსინძლებს, იქამდე კი უკეთ გავეცნოთ გუნდებს და მათ განვლილ გზას.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „ევროპის უნივერსიტეტი“ და „UG 2” დაუპირისპირდებიან!

„EU”-მ რეგულარული სეზონი მესამე პოზიციაზე, 30 ქულით დაასრულა. გუნდის მონაგარში 9 მოგება,3 ფრე და ყველაზე ცოტა 2 მარცხია. „უნივერსიტეტელებმა“ 60 გოლის გატანა მოახერხეს, 40 კი გაუშვეს.

გუნდის ბომბარდირი დავით ბაბუციძე გახლავთ, რომელმაც 14 გოლის გატანა და ამასთან ერთად 6 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა! (16 თამაში)

გიორგი თარხნიშვილი - 11 გოლი, 9 ასისტი! (14 თამაში).

„EU” ¼ ფინალურ ეტაპზე „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ დაუპირისპირდა და სერია ორ შეხვედრაში დახურა. პირველი შეხვედრა - 2:2 (ძირითადი დრო) [1:0] (დამატებითი დრო). მეორე შეხვედრა - 3:0. ასე გავიდა გუნდი ½ ფინალურ ეტაპზე!

რაც შეეხება „UG 2”-ს, გუნდმა რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე, 30 ქულით დაასრულა. გუნდმა 10 შეხვედრის მოგება მოახერხა, 4 შეხვედრაში კი დამარცხდნენ. გაიტანეს 59 გოლი, 54 კი უკან მიიღეს. „უნივერსიტეტელების“ ბომბარდირი ნიკა კუპრავიშვილია, მის ანგარიშზე 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა! (17 თამაში). მირიან შარაშენიძე - 13 გოლი, 2 ასისტი! (16 თამაში)

¼ ფინალში „UG 2”-ის მეტოქე „აწსუ“ იყო, გუნდებმა საკმაოდ საინტერესო სერია შემოგვთავაზეს! პირველი შეხვედრა - 1:0! „UG 2” დაწინაურდა. მეორე შეხვედრა - ქუთაისში „აწსუმ“ 6:5 სძლია მეტოქეს და ანგარიში გათანაბრდა. მესამე გადამწვეტი შეხვედრა - თბილისში 4:3 იმარჯვა „UG 2”-მა და ½ ფინალის საგზურიც მოიპოვა!

გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და თითო მოგებაც ჩაიწერეს აქტივში.

მე-4 ტურის შეხვედრაში, გიორგი თარხნიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა „EU”-მ 1:0! მატჩის საუკეთესოებად ბაკურ სანიკიძე (მეკარე) და ნოდარ მწითური (უნივერსალი) დასახელდნენ!

მეორე შეხვედრაში გუნდებმა 8 გატანილი გოლი შემოგვთავაზეს - „UG 2”-დან თავი ლექსო კვინიკაძემ, თორნიკე თოდრიამ და ნიკა კუპრავიშვილმა იჩინეს! ასევე იყო ბაკურ სანიკიძის ავტოგოლიც. „ევროპის უნივერსიტეტი“-დან დავით ბაბუციძემ შეძლო დუბლის შესრულება და 1 გოლის გატანა გოგი ლობჯანიძემაც მოახერხა! (5:3)

მატჩში ნაჩვენები იყო 2 ყვითელი ბარათი, რომელიც თორნიკე თოდრიამ და ნოდარ მწითურმა მიიღეს.

მიმდინარე სეზონში "საუნივერსიტეტო დერბიში" ანგარიში 1:1-ია, ვნახოთ უკვე ½ ფინალურ ეტაპზე რომელი გუნდი იქნება უკეთესი!

შეხვედრა 29 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ: EU vs UG2



  © SBM, 2016-2025