ფუტსალის ლიგა 2-ის 1/2 ფინალი: "ტფილისი" VS "თსუ 2"

ყველა სიახლე
27 მარტი 2025

ფუტსალის ლიგა 2-ის 1/2 ფინალი:

ფუტსალის ლიგა 2-ის ¼ ფინალური ეტაპი დასრულებულია, შესაბამისად შემდეგ ნაბიჯს ½ ფინალისკენ გადავდგამთ!

½ ფინალური ეტაპი სტარტს 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს, იქამდე კი უკეთ გავეცნოთ გუნდებს, მათ სტატისტიკებს და ურთიერთშეხვედრებს.

მაშ ასე, 2023 წლის ჩემპიონი „თსუ 2“, წლევანდელი წლის რეგულარული სეზონის ჩემპიონს, „ტფილისს“ დაუპირისპირდება!

მოდი გავეცნოთ „თსუ 2“-ის მონაგარს რეგულარულ სეზონში - გუნდმა 6 თამაშის მოგება მოახერხა, ამასთან ერთად იყო 2 ფრე და 6 მარცხიც. სატურნირო ცხრილში კი 20 ქულით მე-5 პოზიციას დასჯერდნენ.

რაც შეეხება ¼ ფინალურ ეტაპს, „უნივერსიტეტელები“-ს მეტოქე მათთვის საკმაოდ ნაცნობი „ქუთაისი“ იყო. სერია საკმაოდ დაძაბული გამოდგა, „დედაქალაქელებმა“ პირველი შეხვედრის მოგება ქუთაისში მოახერხეს - 3:3 (ძირითადი დრო) [1-1] – (დამატებითი დრო) [4-5] – (პენალტების სერია).

მეორე შეხვედრა - 2:2 (ძირითადი დრო) [0:1] – (დამატებითი დრო) და „ქუთაისი“ სერიაში ანგარიშს თბილისში ათანაბრებს!

მესამე შეხვედრა - ქუთაისში „თსუ 2“ 2-5 გამარჯვების მოპოვებას ახერხებს და ½ ფინალის საგზურს ინაღდებს!

„თსუ 2“ - გიორგი ხაბალაევი 11 გოლი, 5 საგოლე გადაცემა! (7 თამაში)

ილარიონ ფიფია - 9 გოლი, 2 საგოლე გადაცემა! (14თამაში)

ბურთების თანაფარდობა რეგულარულ სეზონში - გატანილი 46, საკუთარ კარში კი მიღებული 45 ბურთი!

რაც შეეხებათ „ტფილისელებს“, როგორც მოგახსენეთ გუნდი რეგულარული სეზონის ჩემპიონია 32 ქულით!

გუნდმა 10 შეხვედრის მოგება მოახერხა, ამასთან ერთად 2 ფრედ დაასრულა და 2-იც დათმო!

¼ ფინალურ ეტაპზე „ტფილისი“-ს მეტოქე ბოლო ადგილზე გასული „გორი“ იყო. „ტფილისმა“ სერია მარტივად 2 თამაშში დახურა.

პირველი შეხვედრა -10:3! მეორე შეხვედრა - 9:2!

ასე იოლად მოახერხეს „ტფილისელებმა“ ნახევარფინალში გასვლა!

„ტფილისი“-ს ერთპიროვნული ბომბარდირი გახლავთ ლაშა ჯიქია, რომელსაც 17 გოლი აქვს გატანილი, ამასთან ერთად კი მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა! (16 თამაში)

საბა ეგრისელაშვილი - 15 გოლი, 11 საგოლე გადაცემა! (16 თამაში)

გეგა კოშაძე - 14 გოლი, 10 ასისტი! (16 თამაში)

„ტფილისელებმა“ რეგულარულ სეზონში მეტოქის კარში 83 ბურთის გატანა მოახერხეს, ყველაზე ცოტა 37 კი საკუთარ კარში მიიღეს! მოგეხსენებათ „ტფილისი“ გასული სეზონის, ლიგა 3-ის ჩემპიონია!

გუნდების გზა რეგულარულ სეზონში ორჯერ გადაიკვეთა, ორივე შემთხვევაში გამარჯვება „ტფილისს“ დარჩა: პირველი შეხვედრა - (0:2) - ლაშა ხარაიშვილის და ომარ ასაშვილის თითო გატანილი ბურთით მოახერხა მეორე ტურში „ტფილისმა“  „უნივერსიტეტელების“ დამარცხება. ამასთან ერთად, შეხვედრაში ვიხილეთ 3 ყვითელი ბარათიც, რომლებიც გურამ ნადარეიშვილს, დავით გეგეშიძეს (მთავარი მწვრთნელი) და ლევან სვანიძეს (მთავარი მწვრთნელი) ეკუთვნით.

მეორე შეხვედრა - (8:3) - ლაშა ჯიქიას მიერ შესრულებული პოკერი, გარი წერეთლის ჰეთრიქი და ომარ ასაშვილის ერთი გოლი! „თესეულეთა“ მხრიდან თავი ნიკა ქარცივაძემ იჩინა 2 გატანილი ბურთით და ასევე იყო ცოტნე ჩილაჩავას გოლიც.

მატჩში ნაჩვენები იყო 2 ყვითელი ბარათი, რომელიც ნიკა ქარცივაძეს და ნიკა ოთინაშვილს ეკუთნის.

გუნდების პირველი დაპირისპირება 29 მარტს, 21:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას კი SBM.GE-ზე შემოგთავაზებთ: "ტფილისი" VS "თსუ 2"



  © SBM, 2016-2025