FUNDAY ENT-FC UG 4:0.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
11 ივნისი 2017

FUNDAY ENT-FC UG 4:0.მატჩის შემდგომი კომენტარები

 დღეს,  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში   სუპერლიგა  B -ს ნახევარფინალური  სერიიის  პირველი  შეხვედრა  გაიმართა  FUNDAY ENTERTAINMENT- სა და საქართველოს  უნივერსიტეტს  შორის, რომელშიც  FUNDAY-მ  4:0 დაამარცხა  მეტოქე და  სერიაში  დაწინაურდა. ნახევარფინალური  ეტაპის მორიგი შეხვედრა   გუნდებს  შორის  24  ივნისს  გაიმართება,   სერია  ორ  მოგებამდე  გრძელდება.

sbm.ge გამარჯვებული გუნდის  კაპიტანს   გაესაუბრა.  

ბექა  ონიანი, FUNDAY ENT: „ვემზადებოდით ამ  შეხვედრისთვის,  ეს  ბიჭები  ჩვენთვის  კარგად ნაცნობი  მეტოქეები  არიან,  მათთან  წაგვიგია  კიდეც  ზესტაფონში  გასვლითი  შეხვედრა . რევანშის  სურვილი  გვქონდა  და  გამოგვივიდა  კიდეც. კარგად  ვითამაშეთ  ბიჭებმა  და  სერიაშიც  დავწინაურდით. მადლობა  მინდა  მოვუხადო  sbm-ს ძალიან  კარგი ტურირისთვის.  



  © SBM, 2016-2024