"UG2"-ის "ქამბექი" "აწსუ"-სთან გადამწყვეტ მატჩში!
ყველა სიახლე
11 მარტს, ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში ლიგა 3-ის ¼ ფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა - „აწსუ“ VS „UG 2”
უხვგოლიანი შეხვედრა, სადაც გამარჯვბა „ქუთათურებს“ რჩებათ. „აწსუ“ სერიაში ანგარიშს ათანაბრებს.
გუნდების პირველი თამაშისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 1 გატანილი ბურთი ვიხილეთ, ამ შემთვევაში მატჩში მაყურებელმა 11 გატანილი გოლი იხილა.
ანგარიში ამირან ონიანმა მე-7 წუთზე გახსნა, ამას 20 წამში გიორგი გურულის პასუხი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა. პარკეტზე ორივე გუნდი აშკარად მოსაგებად იყო გამოსული, ამისათვის კი ყველაფერს აკეთებდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 2-2 დავასრულეთ. მეორე ტაიმის სტარტი „მამაქალაქელებს“ უფრო შედეგიანი გამოუვიდათ, გუნდმა მიყოლებით 3 ბურთის გატანა და ადგილობრივი გულშემატკივრის გახარება მოახერხა! (5-2) თავის მხრივ, ფარ-ხმალი არც დედაქალაქელებს დაუყრიათ და ბოლო წუთების დრამა მაინც გვაჩუქეს.
37-ე წუთისთვის, ნიკა კუპრავიშვილის გატანილი გოლით ანგარიში უკვე 6-5 იყო, სტუმრები ყველაფერს ცდილობდნენ ამ შეხვედრის გადასარჩენად, თუმცა „ქუთათურებმა“ მაინც მოახერხეს მოგება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება 1-1 !
ყველაფერი თბილისში გადაწყდა...
მესამე გადამწყვეტ შეხვედრას 14 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა!
მატჩი „დედაქალაქელების“ უპირატესობით დაიწყო, პირველ 10 წუთში ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობლებიც იყო, თუმცა გამოუყენებელი მომენტების გამო „UG 2” დაისაჯა და გიორგი ხიდეშელმა ანგარიში გახსნა. ნიკა კუპრავიშვილი მალევე პასუხობს და ათანაბრებს ანგარიშს, მაგრამ ხიდეშელს კიდევ 2 გააქვს და შესვენებაზე 2 ბურთიანი უპირატესობით გაჰყავს საკუთარი გუნდი!
მეორე ნახევარში ანგარიშიდან გამომდინარე „UG 2” კიდევ უფრო გააქტიურდა, 25 წუთზე ნიკა კუპრავიშვილი ასრულებს დუბლს და 1-მდე ამცირებს სხვაობას. 35 წუთზე კი დავით ჯეირანოვი ათანაბრებს ანგარიშს, ხოლო 37 წუთისთვის მასპინძლები წინ თორნიკე თოდრიას გაჰყავს 4-3!
მატჩის საუკეთესოებად ნიკა კუპრავიშვილი (2 გოლი) და გიორგი ხიდეშელი (3 გოლი) დასახელდნენ.
„UG 2”-მა "ქამბექი" შემოგვთავაზა და ½ ფინალშიც სწორედ ისინი ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე „ევროპის უნივერსიტეტი“ იქნება!
შეხვედრა 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაცია SBM.GE-ზე: EU vs UG2