ფუტსალის ლიგა 3-ის სეზონის უდავოდ გამორჩეული შეხვედრა!
ყველა სიახლე
„რუსთავი“ "ავლაბართან" უხვგოლიან და დაძაბულ შეხვედრაში ახერხებს ½ ფინალის საგზურის მოპოვებას.
14 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 3-ის სეზონის ყველაზე გამორჩეულ შეხვედრას უმასპინძლა.
15 გატანილი ბურთი, მაღალი ტემპი, ნაჩვენები წითელი ბარათი და დაძაბულობის „ზეიმი“ ოლიმპიურ სასახლეში!
გოლთა უხვი რაოდენობა არც გუნდების პირველ შეხვედრაში გვაკლდა, თუმცა მეორე თამაშმა მოლოდინებს გადააჭარბა!
მატჩში ანგარიში ბექა სამყურაშვილმა გახსნა, რასაც პასუხად ნიკოლოზ ტურიაშვილის გოლი მოჰყვა.
ამის შემდეგ ვიხილეთ ნიკოლოზ უთრუგაშვილის მეორე ყვითელი ბარათი და გაძევებული 10-იანი.
ამ უპირატესობას თავის მხრივ იყენებენ „რუსთაველები“ მიჯრით სამი გოლი გააქვთ, ყველაფერი კი იქით მიდიოდა რომ „რუსთავს“ შეხვედრის პირველი ტაიმი მშვიდად უნდა მოეგო, თუმცა...
თუმცა „ავლაბარი“ 4 წუთიან მონაკვეთში ახერხებს მიჯრით 4 ბურთის გატანას და ტაიმს იგებს 4-5.
გატანილი 9 ბურთის რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაძაბულ მეორე ნახევარს ველოდით და ასეც მოხდა. 23-ე წუთისთვის შეხვედრის ლიდერი ისევ „რუსთავი“ იყო 6-5. 35-ე წუთისთვის ლიდერი კიდევ ერთხელ იცვლება და „ავლაბარი“ 6-7 დაწინაურდა!
„რუსთავი“ წაგებას არჩილ ასლანიშვილის გოლმა გადაარჩინა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა!
დამატებით ტაიმებში წინ გასვლის პირველი შანსი „ავლაბარს“ მიეცა, თუმცა ბექა სამყურაშვილის დარტყმულ 10-მეტრიანს ლევან გრიგალაშვილი იგერიებს. გამოუყენებელი შანსის გამო შეგვიძლია ვთქვათ რომ ისჯებიან „ავლაბრელები“ და ნიკოლოზ ტურიაშვილს ½ ფინალში გამსვლელი გოლი გააქვს „რუსთაველებისთვის“. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 8-7!
მატჩის საუკეთესოებად ნიკოლოზ ტურიაშვილი და ბექა სამყურაშვილი დასახელდნენ.
„რუსთავი“-ს მეტოქე ½ ფინალში რეგულარული სეზონის ჩემპიონი „SL ACADEMY” იქნება.
შეხვედრა 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ: SL Academy vs Rustavi