„EU” ორ მატჩში ამარცხებს „BSC”-ს და ½ ფინალის საგზურს იფორმებს!

ყველა სიახლე
18 მარტი 2025

„EU” ორ მატჩში ამარცხებს „BSC”-ს და ½ ფინალის საგზურს იფორმებს!

14 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის  ¼ ფინალური ეტაპის კიდევ 1 შეხვედრა გაიმართა.

„EU” ორ მატჩში ამარცხებს „BSC”-ს და ½ ფინალის საგზურს იფორმებს!

გუნდების პირველ დაპირისპირებაში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ, თუმცა ამ შემთხვევაში „უნივერსიტეტელებმა“ გამარჯვება საკმაოდ მარტივად მოიპოვეს.

თამაშში ანგარიში გიორგი ცირღილაძემ გახნსა, რასაც 3 წუთში გიორგი თარხნიშვილის გოლიც მოჰყვა. გუნდები შესვენებაზე 0-2 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში „ბათუმელები“ მეტად გააქტიურდნენ, იყო გოლის გატანის რამდენიმე რეალური შესაძლებლობაც, თუმცა გოლი მაინც საკუთარ კარში მიიღეს. 29-ე წუთზე გიორგი ცირღილაძემ დუბლი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

მატჩის საუკეთესოებად ლუკა ჩანქსელიანი და გიორგი ცირღილაძე დასახელდნენ!

„EU”-ს მეტოქე ½ ფინალში „UG 2” იქნება!

შეხვედრა 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ: EU vs UG2



  © SBM, 2016-2025