რეგულარული სეზონის ჩემპიონები ½ ფინალში მარტივად გადიან!

ყველა სიახლე
18 მარტი 2025

რეგულარული სეზონის ჩემპიონები ½ ფინალში მარტივად გადიან!

11 მარტს, ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ¼ ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ VS „SL ACADEMY”.

წყვილში ცალსახა ფავორიტებად „აკადემიის ბიჭები“ მიიჩნეოდნენ, ეს კი გუნდების პირველმა შეხვედრამაც დაამტკიცა (8-2).

ქუთაისში „აკადემია“ შედარებით მწირე შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა ყველაფერი მაინც 2 მატჩში დაამთავრეს.

შეხვედრაში ანგარიში ლაზარე ჯავაშვილმა გახსნა, პასუხად კი ილია მაქსიმენკოს გოლი დახვდა, უნდა აღინიშნოს რომ ეს შეხვედრა „ბათუმელებისთვის“ სეზონში ალბათ მაინც საუკეთესო იყო.

„შავი ზღვის პირელები“ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს მოწინააღმდეგის კართან და შეხვედრაში ინტრიგაც უფრო გაღვივდა, თუმცა სამწუთიან ინტერვალში „აკადემიის ბიჭები“ მიჯრით სამი გოლის გატანას ახერხებენ და შესვენებაზე 1-4 ანგარიშით გადიან.

მეორე ნახევარი შედარებით თანაბარი გვქონდა, „ნავიგაციის უნივერსიტეტმა“ მოახერხა ტაიმის მოგება 3-2, თუმცა შეხვედრის გადასარჩენად საკმარისი ვერ აღმოჩნდა. ს.ა. 4-6!

შეხვედრის საუკეთესოებად კირილო კუდელია და გიორგი აირაპეტიანი დასახელდნენ.

„SL ACADEMY”-ს მეტოქე ½ ფინალში „რუსთავი“ იქნება. შეხვედრა 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

პირდაპირ ტრანსლაციას SBM.GE-ზე შემოგთავაზებთ: SL Academy vs Rustavi



  © SBM, 2016-2025