ლიგა 2-ის საუკეთესო ოთხეულს "სეუ" შეუერთდა!

ყველა სიახლე
18 მარტი 2025

ლიგა  2-ის საუკეთესო ოთხეულს

13 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ¼ ფინალური ეტაპის კიდევ ერთი,განმერებითი შეხვედრა გაიმართა - სეუ VS ილიაუნი!

დაძაბული უნივერსიტეტული დერბი, სადაც გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა - სეუ ½ ფინალურ გუნდებს შეუერთდება.

გუნდების პირველ დაპირისპირებაში გამარჯვება „სეუელებს“ დარჩათ, ეს შეხვედრა კი იმაზე ბევრად დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა ვიდრე ეს პირველ შემთხვევაში იყო.

მატჩში ანგარიში „სეუმ“, კერძოდ კი ნიკა ბიძინაშვილმა გახნსა. გაშვებულმა გოლმა „ილიაუნზე“ საკმაოდ დადებითად იმოქმედა, გუნდმა მიჯრით 4 გოლის გატანა  და 3 ბურთიანი უპირატესობის ხელში ჩაგდება მოახერხა. ამ დროის განმავლობაში „ილიაუნელები“ ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ მოწინააღმდეგესთან შედარებით, თითქოს მესამე თამაშის ჩანიშვნასთან ახლოს ვიყავით, თუმცა „სეუს“ უპირატესობა 27-ე წუთის შემდეგ დავინახეთ, როცა საბა ქურასბედიანმა 2 ბურთამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წუთი იყო დარჩენილი და „ნომინალური სტუმრების“ უპირატესობა უფრო და უფრო გამოიკვეთა, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.

36 წუთზე ნიკა ბიძინაშვილი 10-მეტრიან დარტყმას ზუსტად ასრულებს და სხვაობა უკვე 1 ბურთამდე მცირდება!

შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე კი, საბა ქურასბედიანის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, სანდრო ობოლაძე ათანაბრებს ანგარიშს და შეხვედრა დამატებით ტაიმებში გადაჰყავს!

როგორც ფსიქოლოგიური, ისე მოედნის უპირატესობა სრულად „სეუ“-ს მხარეს იყო, დამატებით დროში კიდევ 2 ბურთის გატანა და სერიის 2 მატჩში დამთავრება შეძლეს.

„უნივერსიტეტელები“-ს მეტოქე ½ ფინალში „FLC 03“ იქნება!

შეხვედრა 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ: SEU vs FLC03



  © SBM, 2016-2025