"FLC03"-მა "ბსსა"-სთან გადამწყვეტ მატჩში იმარჯვა!
ყველა სიახლე
8 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „FLC 03”-ის და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა!
სერიაში ანგარიში „ფალკონებს“ მიყავდათ, 8 მარტს კი ანგარიში გათანაბრდა 1-1.
შეხვედრა იმაზე დაძაბული გამოდგა, ვიდრე გუნდების პირველი დაპირისპირება. გიორგი დიაკვნიშვილის და ზურაბ შამილაძის გოლებით „ბსსა“ დაწინაურდა (0-2), ამას მოჰყვა მასპინძლების გააქტიურება და მიჯრით სამი გოლის გატანაც მოახერხეს, ბექა მირიანაშვილის გოლით და ნიკოლოზ მონასელიძის დუბლით „ფალკონებმა“ ტაიმი მოიგეს!
მეორე ნახევრის სტარტზე წინ ისევ „ბათუმელები“ გავიდნენ 3-4! მატჩის მიწურულს ბექა მირიანაშვილი ზუსტად ასრულებს 10 მეტრიან დარტყმას, აქტივში იწერს დუბლს და შეხვედრა დამატებით დროში გადადის! დამატებით ტაიმებში უკეთესი „ბსსა“ აღმოჩნდა და სერიაში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს! გიორგი დიაკვნიშვილმა პოკერი გაიფორმა და „ბათუმელთა“ მხრიდან საუკეთესოდაც დასახელდა. მასპინძლებიდან საუკეთესო კი ნიკოლოზ მონასელიძე გახდა.
„FLC 03” VS „ბსსა“ - მესამე გადამწყვეტი შეხვედრა!
გუნდების მესამე შეხვედრა ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 13 მარტს ჩატარდა.
ზვიად შამილაძე ანგარიშს ხსნის, ბექა მირიანაშვილიც პასუხობს გატანილი ბურთით და წონასწორობა აღდგა. მომენტები იქმნებოდა მრავლად, ორივე გუნდის კარის მიმართულებით, შედეგად ნიკა ხაჭაპურიძეს წინ გაჰყავს საკუთარი გუნდი და „ფალკონები“ ტაიმს იგებენ (1-2).
ძალიან მაგარი პირველი ნახევრის შემდეგ ვბრუნდებით კიდევ უფრო სანახაობრივი და დაძაბული მეორე პერიოდით. მალხაზ შამილაძეს გააქვს მეორე ტაიმის სტარტზე და ანგარიში კიდევ ერთხელ თანაბრდება! შეხვედრაში ტემპმა და დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა, საქმეში ერთვებიან კვლავ ბექა მირიანაშვილი და ნიკა ხაჭაპურიძე და საკუთარი გუნდის დაწინაურებას კიდევ ერთხელ ახერხებენ! ძმების გატანილ გოლებს არც ზურაბ შამილაძე ჩამორჩა, საკუთარი გოლი მასაც გააქვს და 1-მდე ამცირებს სხვაობას 3-4!
შეხვედრას წერტილი ნიკა ხაჭაპურიძემ დასუვა - 3-5. „ფალკონებმა“ ნახევარფინალის „საგზურის“ მოიპოვება შეძლეს!
მატჩის საუკეთესოებად გიორგი დიაკვნიშვილი და ნიკა ხაჭაპურიძე (3 გატანილი ბურთი) დასახელდნენ!
½ ფინალში „FLC 03” „სეუ“-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას კი SBM.GE-ზე შეძლებთ.