რეგულარული სეზონის ჩემპიონებმა „გორი“ ორივე შეხვედრაში დაამარცხეს!

ყველა სიახლე
16 მარტი 2025

რეგულარული სეზონის ჩემპიონებმა „გორი“ ორივე შეხვედრაში დაამარცხეს!

„ტფილისმა“ „გორი“ მსგავსად პირველი შეხვედრის, მეორე მატჩშიც მარტივად დაამარცხა.

თამაში 13 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. პირველ ნახევარში „ტფილისელებმა“ 1-4 გამარჯვება მოახერხეს!

მეორე ტაიმში „ტფილისელთა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და დამატებით 5 გოლის გატანა მოახერხეს მეტოქის კარში. „გორელთა“ მხრიდან თავი ლაშა მაისურაძემ და ომარ ცარიელაშვილმა იჩინეს. მთელი თამაში მაინც „ტფილისის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და დაფიქსირებული ანგარიშიც ლოგიკურია - 9-2.

შეხვედრის საუკეთესოებად ომარ ცარიელაშვილი და ომარ ასაშვილი დასახელდნენ.

„ტფილისი“ ასპარეზობას ½ ფინალში განაგრძობს, სადაც „თსუ 2“-ს დაუპირისპირდება! მატჩი 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ!

 



  © SBM, 2016-2025