„თსუ 2“ ლიგა 2-ის ნახევარფინალშია!

ყველა სიახლე
16 მარტი 2025

„თსუ 2“ ლიგა 2-ის ნახევარფინალშია!

8 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „თსუ 2“-ის და „ქუთაისი“-ს განმეორებითი შეხვედრა გაიმართა!

მოგეხსენებათ, "ქუთაისში" გამართულ მატჩში გამარჯვება „უნივერსიტეტელებს“ დარჩათ, შესაბამისად სერიაში ანაგარიშიც მათ სასარგებლოდ იყო. რაც შეეხება თბილისში გამართულ შეხვედრას, ანგარიში ბაკურ გულუამ მახვლი კუთხიდან, ულამაზესი და გამოზომილი დარტყმით გახსნა! „თესეუელთა“ მხრიდან თავი რომან კუხიანიძემ და გიორგი ხაბალაევმა იჩინეს, „ქუთაისიდან“ კი ირაკლი გვეტაძემაც მოახერხა გოლის გატანა! პირველი ნახევარი ფრედ 2-2 დასრულდა!

მეორე ტაიმში მაყურებელს გოლი აღარ უნახავს, შესაბამისად გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ირაკლი გვეტაძის გატანილი გოლით „ქუთათურებმა“ მოახერხეს გამარჯვება და სერიაში ანგარიშის გაათანაბრება!

მესამე და გადამწყვეტ შეხვედრას „მამაქალაქმა“ უმაპსინძლა! შეხვედრა 11 მარტს, ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა, სადაც გიორგი ხაბალაევის პენტატრიკი ვიხილეთ!

„ქუთათურებმა“ შეხვედრა 2-5 დათმეს, გატანილი 5 გოლიდან კი ხუთივე გიორგი ხაბალაევის ანგარიშზეა!

ხაბალაევმა მიჯრით 4 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 3-ის პირველ ტაიმში! შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ შეხვედრაში „დედაქალაქელებმა“ მარტივად დაჯაბნეს „ქუთათურები“. მეორე ნახევრის მიწურულს „ქუთაისმა“ 2 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა საკმარისი დრო აღარ იყო გასათანაბრებლად.

თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე გიორგი ხაბალაევმა მეხუთე გოლის გატანა და შეხვედრისთვის წერტილის დასმა შეძლო!

„თსუ 2“ ნახევარფინალშია, სადაც „ტფილისს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაციის ხივლას SBM.GE-ზე შეძლებთ!

 



  © SBM, 2016-2025