EU vs BSC - დაძაბული შეხვედრა, სადაც გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა!
ყველა სიახლე
„ევროპის უნივერსიტეტი“ – „ბათუმის სპორტული ცენტრი“-ს დუელში ფავორიტად „უნივერსიტეტელები“ მოიაზრებიან. გუნდებმა სეზონი მე-3 (30 ქულით) და მე-6 (16 ქულით) დაასრულეს.
შეხვედრაში ანგარიში დავით უბილავამ გახნა, რასაც დავით ბაბუციძის გოლი მოჰყვა და „EU” მე-7 წუთისთის უკვე 2 ბურთიანი სხვაობით იგებდა. „ბათუმელები“ ამ ყოველივემ ვერ გატეხა, უტევდნენ სახიფათოდ და ამან შედეგიც მოიტანა. ტაიმის მიწურულს ირაკლი მეგრელიძეს გააქვს საკმაოდ ლამაზი გოლი მახვილი კუთხიდან და 1 ბურთამდე ამცირებს სხვაობას.
მეორე ნახევარი და განსაკუთრებით საწყისი წუთები „სპორტული ცენტრის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, შედეგმაც არ დააყოვნა და 34-ე წუთზე დავით მამალაძე ანგარიშს ათანაბრებს 2-2!
ძირითადი დროის დარჩენილ 6 წუთში გოლი აღარ გვინახავს, შესაბამისად საქმეში დამატებითი ტაიმები ჩაერთო.
დამატებული დროის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა, გამარჯვების გოლის გატანა კი „ევროპის უნივერსიტეტმა“, კერძოდ დავით ბაბუციძემ მოახერხა 40+4 წუთზე და „უნივერსიტეტელები“ სერიაში დააწინაურა.
დაძაბული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად - გიორგი ცირღილაძე და ლუკა ჩარგეიშვილი დასახელდნენ!
გუნდების მეორე დაპირისპირება 14 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ: EU vs BSC