რეგულარული სეზონის ჩემპიონებმა კომფორტული სხვაობით იმარჯვეს!
ყველა სიახლე
¼ ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს რეგულარული სეზონის ჩემპიონი „SL ACADEMY” და ბოლო პოზიციაზე გასული „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ დაუპირისპირდნენ.
წყვილში ცალსახად ფავორიტი „სასკოლო ლიგის აკადემიაა“ და პირველი შეხვედრის მოგებაც ძალიან მარტივად, 8-2 მოახერხეს.
ყველასთვის გასაკვირვად შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთამდე ვერ გაიხსნა, თუმცა ამის შემდგომ „აკადემიის ბიჭებმა“ გოლები მიჯრით გაიტანეს.
პირველი 2 გოლი ნიკოლოზ თანდაშვილმა შემოგვთავაზა, ამას კი ბექა ჭელიძის გოლი მოჰყვა. შესვენებაზე გუნდები 3-0 ანგარიშით გავიდენ.
მეორე ნახევარში ჩემპიონებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მოახერხეს კიდევ 3 გოლის გატანა და 30-ე წუთისთვის თამაშის ბედი გარკვეული იყო.
„ბათუმელთა“ მხრიდან 2 გოლის გატანა ანრი ჩხუბაძემ და დათო ფაციამ მოახერხეს. საბოლოოდ შეხვედრა 8-2 დასრულდა.
მატჩის საუკეთესოებად ნიკოლოზ თანდაშვილი და ანრი ჩხუბაძე დასახლედნენ. გუნდების მომდევნო დაპირისპირება ქუთაისში, 11 მარტს გაიმართება.