„UG 2”-მა „აწსუ“-ს მინიმალური სხვაობით სძლია!
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 3-ის ¼ ფინალური ეტაპი „UG 2” VS „აწსუ“-ს დაპირისპირებით გავხსენით!
გუნდებმა რეგულარული სეზონი მე-2 (UG2) და მე-7 (აწსუ) პოზიციებზე დაასრულეს, შესაბამისად, ამ წყვილის ფავორიტად „დედაქალაქელებს“ მოვიაზრებთ.
შეხვედრა 6 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
თამაშის პირველი და საბოლოო გოლი მე-2 წუთზე ვიხილეთ, რომლის გატანაც შაკო გუგუნავამ მოახერხა.
ამის შემდგომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრა მაინც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა გიორგი ილურიძის (მეკარე) და გიორგი გურეშიძის (მეკარე) დამსახურებით, მეტი გოლი მაყურებელს აღარ უნახავს. მატჩის საუკეთესოებადაც სწორედ ეს ორი უკანასკნელი დასახელდა!
გუნდებმა პარკეტზე ბოლო წუთებამდე ბრძოლა შემოგვთავაზეს, ეს კი მეორე მატჩშიც დაძაბულ თამაშს გვიწინასწარმეტყველებს, რომელიც ქუთაისში გაიმართება. „აწსუ“ საკუთარ კედლებში ეცდება სერიაში ანგარიშის გათანაბრებას.
შეხვედრა 11 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.