„სეუ“-მ „ილიაუნი“-ს სძლია და ნახევარფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა!
ყველა სიახლე
7 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 1/4 ფინალურ მატჩში ერთმანეთს "სეუ" და "ილიაუნი" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე სანდრო ობოლაძემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ამას მოჰყვა გიორგი წიქვაძის გამოზომილი დარტყმა და გოლი 1-1! პირველი ნახევრის უმეტესი დრო თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ქმნიდა თავის მომენტებს, ასეთი შანსი კი საბა ქურასბედიანმა გამოიყენა და საკუთარ გუნდს ტაიმის მოგებაში დაეხმარა! (2-1)
მეორე ტაიმის სტარტი „სეუელებს“ უკეთესი გამოუვიდათ და ნიკა ბიძინაშვილმა ორ ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ „სეუ“! ამის შემდეგ თამაშის ტემპი შედარებით დაეცა, 35 წუთზე კი საბა ქურასბედიანმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრას წერტილიც დაუსვა!
თამაშის ბოლოს, მისთვის მეორე გოლის გატანა გიორგი წიქვაძემაც შეძლო! საბოლოო ანგარიში 4-2, „სეუ“ სერიაში დაწინაურდა!
გუნდების მომდევნო დაპირისპირება 11 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ!