"ტფილისმა" გორთან პლეი-ოფის პირველ მატჩში დიდი ანგარიშით იმარჯვა!

ყველა სიახლე
09 მარტი 2025

რეგულარული სეზონის ჩემპიონი „ტფილისი“ 1/4 ფინალურ შეხვედრაში ბოლო პოზიციაზე გასულ „გორს“ დაუპირისპირდა, შეხვედრა 7 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე გამორჩეულ ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, „ტფილისელები“ მიიჩნეოდნენ, მოლოდინები გამართლდა, „გორელების“ დამარცხება ანგარიშით 10-3 მოახერხეს!

მატის სტარტიდან მოყოლებული „ტფილისელები“ დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში კი გარი წერეთელმა, პირველივე წუთზე შორეული დარტყმით გახსნა. პირველი ნახევარში ყველაზე შედეგიანი საბა ეგრისელაშვილი იყო, რომელმაც გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. გორელთა მხრიდან კი ნიკოლოზ ქარელმა მოახერხა ერთი გოლის გატანა და შესვენებაზე 6-1 ანგარიშით გავედით.

არც მეორე ტაიმში შეცვლილა სურათი, „ტფილისის“ უპირატესობა ძალიან დიდი და თალნათელი იყო. მიქაელ იორამაშვილმა და ლაშა ჯიქიამ პირველ ნახევარში გატანილ თითო გოლს კიდევ ამდენი დაამატეს, საბოლოო ანგარიში კი 10-3 დაფიქსირდა.

ჩემპიონებმა ძალიან მარტივად და აუღელვებლად მოახერხეს პირველი თამაშის მოგება! შეხვედრის საუკეთესოებად ნიკოლოზ ქარელი და საბა ეგრისელაშვილი დასახელდნენ!

გუნდების განმეორებით შეხვედრა 13 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!



  © SBM, 2016-2025