"FLC03"-მა წყვილში ფავორიტ "ბსსა"-ს ბათუმში გამართულ შეხვედრაში სძლია!
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგი,1/4 ფინალური დაპირისპირება 4 მარტს, ბათუმის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა! ერთმანეთს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ და „FLC 03” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ფავორიტად ალბათ მაინც „ბათუმელები“ მიიჩნეოდნენ, რეგულარული სეზონის ცხრილში დაკავებული მე-2 ადგილისა და საკუთარ კედლებში თამაშის ფონზე, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა... თამაშში ანგარიში მერაბ აჭარაძემ, საჯარიმო დარტყმით გახნსა, შემდეგ მალხაზ შამილაძე ათანაბრებს, მაგრამ გიორგი ხმალაძის დუბლით პირველი ნახევრის მოგება მოახერხეს „ფალკონებმა“ (1-3).
მეორე ნახევრის სტარტზე „ბსსა“-მ ხელთ იგდო უპირატესობა და 27 წუთისთვის ანგარიში 3-3 გახდა! შეხვედრის ტემპა კიდევ უფრო იმატა, მოვლენები კი „FLC 03”-ის სასარგებლოდ წარიმართა, სტუმრებმა მიჯრით სამი გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრის მოსაგებად უდიდესი ნაბიჯიც გადადგეს. საბოლოოდ შეხვედრა „ფალკონების“ სასარგებლოდ 4-6 დასრულდა!
ორივე გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში მაღალი ტემპი, აქტიური შეტევები და სანახაობრივი თამაში შემოგვთავაზა! „FLC 03” სერიაში დაწინაურდა! შეხვედრის საუკეთესოებად - გიორგი დიაკვნიშვილი და გიორგი ხმალაძე დასახელდნენ, რომლებმაც 2-2 გოლის გატანა მოახერხეს!
მეორე თამაში 8 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება! პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ!