ლიგა 3-ის 1/4 ფინალი: "EU" VS "BSC"
ყველა სიახლე
ლიგა 3-ის ¼ ფინალური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა „EU” VS „BSC”
"ევროპის უნივერსიტეტს" XI ტურამდე რვამატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ცხრილში ლიდერობდა, თუმცა "UG2"-თან მარცხის და "BSC"-სთან დაკარგული ქულების შემდეგ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. "BSC"-მ კი წრიულ ეტაპზე მე-6 პოზიცია დაიკავა.
„EU”-ს მონაგარში 9 მოგება, ყველაზე ცოტა 2 მარცხი და 3 ფრეა.
„BSC”- 4 მოგება,6 წაგება, 4 ფრე.
„EU”-ს ბომბარდირი დავით ბაბუციძეა 12 გოლით და 6 საგოლე გადაცემით (14 თამაში). მას მოსდევს გიორგი თარხნიშვილი - 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა (12 თამაში).
„BSC”-ს რიგებში რომან იუსუბოვი 13 გოლით ლიდერობს, მას ასევე 4 საგოლე გადაცემა აქვს 13 თამაშში. შემდეგია ლუკა ჩარგეიშვილი - მის აქტივში 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა ( 13 თამაში).
„EU” – 63 გატანილი და 40 გაშვებული / „BSC”- 42 გატანილი, 45 კი საკუთარ კარში მიღებული.
რეგულარ სეზონში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ.
მე-6 ტური: 3-1 – „EU”-დან თავის გამოჩენა გიორგი თარხნიშვილმა, გოგი ლობჯანიძემ და ვახტანგ კუსიანმა მოახერხეს.
„BSC”-ს ერთადერთი გოლი ბაკურ სანიკიძეს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარ კარში გაიტანა. შეხვედრაში ვიხილეთ 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი, რომელიც ლუკა ჩანქსელიანს ეკუთვნის.
მე-13 ტურის შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. „BSC”- ლუკა ჩარგეიშვილის დუბლი, რომან იუსუბოვის და ირაკლი მეგრელიძის თითო გოლი.
„EU”- გოგი ლობჯანიძის და კონსტანტინე ლორთქიფანიძის დუბლი. შეხვედრაში ვიხილეთ 2 ყვითელი ბარათი, რომელიც ლუკა ჩარგეიშვილს და გიორგი ცირღილაძეს ერგო.
Sbm.ge 1/4 ფინალური მატჩის წინ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს გთავაზობთ:
1/4 ფინალურ შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, რომელიც 7 მარტს, 15:00 - ზე გაიმართება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი: sbm.ge
წარმატებულ და დაძაბულ ფლეი-ოფურ „გასეირნებას“ გისურვებთ, როგორც გუნდებს, ისე გულშემატკივარს.