ლიგა 3-ის 1/4 ფინალი: "ავლაბარი" VS "რუსთავი"
ყველა სიახლე.jpg)
მესამე ¼ ფინალური წყვილი - „ავლაბარი“ VS „რუსთავი“
რეგულარული სეზონი გუნდებმა ერთმანეთის მეზობლად მე-4 და მე-5 პოზიციებზე დაასრულეს. „ავლაბარი“ – 6 მოგება, 6 წაგება და 2 ფრე. მე-4 ადგილი, 20 ქულა. გატანილი 43 და გაშვებული 35 გოლი.
ბექა სამყურაშვილი გახვლავთ „ავლაბრელთა“ ერთპიროვნული ბომბარდირი 16 გატანილი გოლით. ამასთან ერთად, მის ანგარიშზე 5 ასისტია (13 თამაში).
„რუსთავი“ – 5 მოგება, 7 წაგება, 2 ფრე. მე-5 ადგილი, 17 ქულა. 67 გატანილი გოლი და 66 საკუთარ კარში მიღებული ბურთი. ლევან მჭედლიშვილი - ფუტსალის ლიგა 3-ის ერთპიროვნული ბომბარდირი 29 გატანილი გოლით. მის „მონაგარს“ ასევე ემატება 5 ასისტიც (12 თამაში).
წლევანდელ სეზონში გუნდების გზა ორჯერ გადაიკვეთა.
მე-7 ტური: 3-3 – „ავლაბრიდან“ ილია ჭარაქიშვილმა, გიორგი არაბულმა და ბექა სამყურაშვილმა იჩინეს თავი.
„რუსთავი“- ლევან მჭედლიშვილის დუბლი და ნიკოლოზ ტურიაშვილის 1 გოლი. შეხვედრაში იყო 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი, რომელიც შალვა ოსიაშვილს ( მწვრთნელის ასისტენტი) ეკუთვნის.
მე-14 ტური:1-7 – „რუსთაველთა“ მხრიდან ერთადერთი გოლი თორნიკე შამათავამ გაიტანა. „ავლაბარი“- ბექა სამყურაშვილის ჰეთ-თრიკი,ილია ჭარაქიშვილის დუბლი, ივიკო ჭარაქიშვილის და ირაკლი ცაგარეიშვილის თითო გოლი.
sbm.ge გთავაზობთ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს:
ვანო ბექაური, ავლაბარი: "შეიძლება ითქვას, ჩვენი პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ. ვინაიდან, მხოლოდ იმ სამმა გუნდმა გვაჯობა, რომლებიც, ჩემი აზრით, ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები არიან და ვთვლი, რომ თანაბარი შანსი აქვთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მიუხედავად ბოლო მატჩში დაფიქსირებული შედეგისა, რუსთავს იმ თამაშში წამყვანი მოთამაშე აკლდა, რომელიც ლიგის ბომბარდირია. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს მზად შეხვდეს მოახლოებულ თამაშს, მე მჯერა, ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამის ფორმაში და მზადყოფნაში იყვნენ თითოეული თამაშისთვის“.
მიშიკო კანკია, რუსთავი: "გუნდი ემზადება სრული დატვირთვით. გვაქვს მოლოდინი რთული თამაშების, თუმცა ვეცდებით ბოლო მატჩისგან განსხვავებით, სრული შემადგენლობით ვიყოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. არამგონია ორ მატჩში გადაწყდეს ამ დაპირისპირების ბედი. ვფიქრობ, ორივე გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და მარტივი გასეირნება არავის გამოუვა“.
1/4 ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 6 მარტს, 20:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირდაპირი რეპორტაჟი: sbm.ge