ლიგა 3-ის 1/4 ფინალი: "SL Academy" VS "BNTU"

ყველა სიახლე
05 მარტი 2025

ლიგა 3-ის 1/4 ფინალი:

ფუტსალის ლიგა 3-ის 1/4- ფინალური ეტაპის მეორე დაპირისპირება - „SL ACADEMY” VS „BNTU”

რეგულარული სეზონის ჩემპიონებისთვის, ფლეი-ოფში პირველი მეტოქე „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ იქნება, გუნდი რომელმაც სეზონი ბოლო ადგილზე, 0 ქულით დაასრულა.

„SL ACADEMY” – 10 მოგება, 3 წაგება, 1 ფრე – ყველაზე მეტი 79 გატანილი ბურთი, 39 კი გაშვებული - გიორგი აირაპეტიანი გახლავთ „აკადემიის“ ბომბარდირი 19 გატანილი ბურთით. ამასთან ერთად მის ანგარიშზე 12 საგოლე გადაცემაა (14 თამაში), ლევან გუგუციძე - 10 გოლი, 10 ასისტი (10 თამაში)

„BNTU” – 14 წაგება - გატანილი ყველაზე ცოტა 30 გოლი და ყველაზე მეტი გაშვებული 127 ბურთი. საბა კუპრაძე - 4 გატანილი გოლი ( 5 თამაში ).

მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ორივე შემთხვევაში გამარჯვება „აკადემიას“ დარჩა.

პირველი ტური: 15-3 - ლევან გუგუციძის პოკერი, ნიკოლოზ გოგოხიას ჰეთ-თრიკი, ილია გოგოხია-ხატისკაცის ჰეთ-თრიკი, ლუკა ღვინიანიძის დუბლი, დავით წერეთლის, გიორგი ბაბაიანის და მოსე ჩიქიროვის თითო გოლი.

„ბათუმელთა“ მხრიდან თავი იჩინა 2 გოლით თემურ ცინცაძემ და 1 გოლით საბა კუჭავამ. შეხვედრაში 18 გოლთან ერთად ვიხილეთ 3 ყვითელი ბარათიც.

მერვე ტური: 9-1 - გიორგი აირაპეტიანის პოკერი. მოსე ჩიქიროვის, მალხაზ მალაციძის, ნიკოლოზ გოგოხიას, დავით წერეთლის და ლევან გუგუციძის თითო გოლი. „აკადემიის“ კარში ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც ლუკა მიქაბერიძის ავტოგოლი გახლდათ.

შეხვედრა ბარათის გარეშე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "სასკოლო ლიგის აკადემიამ" გასულ წელს ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონში ჩემპიონობა იზეიმა.

sbm.ge 1/4 ფინალური მატჩის წინ გთავაზობთ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს:

ბესიკ არველაძე, SL Academy: „რეგულარული სეზონის მოგება ბიჭებს თავდაჯერებულობას მატებს და ვფიქრობ, პლეი-ოფისთვის დადებით როლს ითამაშებს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ რთული ჩემპიონატია და ძალიან ძლიერი მეტოქეები იყვნენ. 5-6 თითქმის თანაბარი დონის გუნდი ასპარეზობს. სატურნირო მდგომარეობაც ადასტურებს ამას. რაც შეეხება ¼ ფინალს,  ვფიქრობ, ბიჭები მზად არიან რომ გადავლახოთ  ეს ეტაპი“.

ედუარდ ვოლხინ, BNTU: „ამ დღისთვის ფუტსალზე მნიშვნელოვანი არაფერია. ბურთი მრგვალია, პარკეტი ბრტყელი, ნებისმიერმა შეიძლება მოიგოს ან წააგოს. ჩვენ ვთამაშობთ ფუტსალს! ჩვენ ვთამაშბთ პლეი-ოფს!“

ლიგა 3-ის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება 6 მარტს, 15 საათსა და 30 წუთზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი: sbm.ge



  © SBM, 2016-2025