ლიგა 3-ის 1/4 ფინალური წყვილი: "UG2" VS "აწსუ"

ყველა სიახლე
05 მარტი 2025

ლიგა 3-ის 1/4 ფინალური წყვილი:

1 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის, მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. „აწსუ“ VS „SL ACADEMY” სწორედ ამ შეხვედრის შედეგზე  იყო დამოკიდებული ¼ ფინალური წყვილების ვინაობა.

„აკადემიის ბიჭებმა“ „აწსუ“ კომფორტული უპირატესობით, 6-1 დაამარცხეს და რეგულარული სეზონის ჩემპიონებიც გახდნენ!

¼ ფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1.  „ს.ლ. აკადემია” VS „ბნსუ” (8)
  2.  „UG 2” VS „აწსუ“ (7)
  3.  „EU” VS „ბსც” (6)
  4.  „ავლაბარი“ VS „რუსთავი“ (5)

მაშ ასე, ფუტსალის ლიგა 3-ის პლეი-ოფი 6 მარტს, თბილისის ოლიმპურ სასახლეში „UG 2” VS „აწსუ“-ს დაპირისპირებით აიღებს სტარტს! ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია რომ უფრო „ახლოდან გავიცნოთ“ ჩვენი ოთხივე წყვილი.

„UG 2”- მა სეზონი მე-2 პოზიციაზე, 30 ქულით დაასრულა. „აწსუ“ კი  მე-7 ზე, 16 ქულით გავიდა.

„UG 2” – 10 მოგება, 4 წაგება. გატანილი 68 ბურთი, 45 კი გაშვებული - ნიკა კუპრავიშვილი 17 გატანილი გოლით გახლავთ „UG2”-ის ბომბარდირი (14 თამაში), მირიან შარაშენიძე - 13 გოლი (13 თამაში)

„აწსუ“ –  4 მოგება, 6 წაგება, 4 ფრე. გატანილი 59 ბურთი, 54 კი საკუთარ კარში მიღებული - გიორგი ხიდეშელი გახლავთ „ქუთათურების“ ბომბარდირი 13 გატანილი ბურთით, ამასთან ერთად, მის ანგარისზე 14 საგოლე გადაცემაა, ეს ყველაფერი კი მან 10 თამაშში მოახერხა! დავით მარგველაშვილი - 9 გოლი, 4 საგოლე გადაცემა ( 10 თამაში).

ამ სეზონში გუნდები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ - ფუტსალის ლიგა 3-ში ჩატარებულ ორ შეხვედრაში გამარჯვება ორივე შემთხვევაში „UG2”- ს დარჩა - 11:2, 4:2.

რაც შეეხება გუნდების მესამე შეხვედრას, მათი გზები ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა, სადაც „ქუთათურებმა“ „დედაქალაქელებს“ დაძაბულ ბრძოლაში 6-7 სძლიეს!

მე-7 ტური ( 11-2) - ვიხილეთ მირიან შარაშენიძის დუბლი, ნიკა კუპრავიშვილის დუბლი, ლექსო კვინიკაძის დუბლი, გიორგი გურულის, შოთა ადამაიას და შოთა გუგუნავას თითო გოლი! ერთი ავტოგოლი, რომლის ავტორიც გიორგი ხიდეშელია.

„აწსუ“-დან თავის გამოჩენა დავით მარგველაშვილმა და გიორგი ხედეშელმა შეძლეს!

შეხვედრაში ასევე ვიხილეთ 2 წითელი ბარათი ( გიორგი გურული, გიორგი გურეშიძე) და 1 ყვითელი ბარათი.

ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი (6-7) – „UG 2” -ის მხრიდან თავის გამოჩენა მოახერხეს: შაკო გუგუნავა, მირიან შარაშენიძე,თორნიკე თოდრია, ნიკოლოზ კოპალიანი, სანდრო ქავთარაძე, გიორგი ღვინიანიძე!

„აწსუ“- გიორგი ხიდეშელის ჰეთ-თრიქი, გიორგი ბედენაშვილის, გიორგი იდაძის, ლუკა გურეშიძის და ცოტნე ციბაძის თითო გოლი!
შეხვედრაში იყო ერთადერთი ყვითელი ბარათი, რომლის ავტორიც გიორგი ილურიძე გახლავთ.

მე-14 ტური (2-4) - დავით მარგველაშვილის და ამირან ონიანის თითო ბურთი.

მირიან შარაშენიძის ჰეთ-თრიქი და ნიკა კუპრავიშვილის 1 გოლი. შეხვედრაში იყო 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი (დავით მარგველაშვილი).

sbm.ge გთავაზობთ 1/4 ფინალის წინ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს:

გიგი ჭელიძე, UG2: „ტურის ბოლო თამაშამდე ვინარჩუნებით შანსს, რომ პირველი ადგილით დაგვემთავრებინა წრიული ეტაპი. იყო პატარა არ გამართლებებიც ერთ-ერთი ასეთი რუსთავთან წაგებული პირველი თამაშია. მთლიანობაში, რეგულარულ სეზონს დადებითად შევაფასებ.

რაც შეეხება „ აწსუს“ ერთ ერთი ძალიან ძლიერი მეტოქეა და რთული თამაშები გვექნება. მართალია, წრიულ ეტქპზე ორივე თამაშში ჩვენ ვიმარჯვეთ, მაგრამ თასსზე შეგხვდენენ და იქ დაგვამარცეს 6 მეტრიანების სერიაში.

კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ, რაღაც რაღაცები შევცვალეთ პლეი-ოფისთვის. მზად ვართ, თავდაჯერებულები გავიდეთ პარკეტზე და გავიმარჯვოთ“

გიორგი გურეშიძე, აწსუ: „მიზნად არ გვქონია რეგულარული სეზონის ჩემპიონობა. ძირითადად, პლეი-ოფებისთვის მოსამზადებელი პერიოდი იყო.  დადებითად ვერ შევაფასებდი, საერთო ჯამში, უფრო მაღლა შეგვეძლო დაგვესრულებინა.

“UG“-სთან ერთად 2 სეზონია ერთ ლიგაში ვასპარეზობთ და კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ამ სეზონში უარყოფითი ბალანსი გვაქვს,  მაგრამ თასზე შევძელით დაგვემარცხებინა და შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩემი აზრით, 50-50 არის შანსები.

გუნდში კარგი განწყობაა. რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვიბრუნდა და  ჩვენს რეალურ სახეს პლეი-ოფებში გამოვაჩენთ. მიზანი ფინალში გასვლაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს მეტოქე“.

UG2-სა და "აწსუ"-ს შორის პირველი შეხვედრა 6 მარტს,13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. LIVE: sbm.ge

 



  © SBM, 2016-2025