ლიგა 2-ის 1/4 ფინალური წყვილი: "სეუ" VS "ილიაუნი"
ყველა სიახლე
„სეუ“ VS „ილიაუნი“ უნივერსიტეტული დერბი - ლიგა 2-ის მეშვიდე სეზონის მორიგი 1/4 ფინალური წყვილი.
„სეუელებმა“ რეგულარული სეზონი მე-3 პოზიციაზე, 29 ქულით დაასრულეს, „ილიაუნი“ კი მე-6 იყო, 13 ქულით.
აღსანიშნავია, რომ „ილიაუნი“ 2020/21 სეზონის გამარჯვებულია!
„სეუ“ – 60 გატანილი, 51 გაშვებული.
სანდრო ობოლაძე - 15 გოლი (14 თამაში)
ნიკა ბიძინაშვილი - 6 გოლი, 16 ასისტი (12 თამაში)
„ილიაუნი“ – 44 გატანილი, 58 გაშვებული.
გიორგი წიქვაძე - 15 გოლი, 6 ასისტი (13 თამაში)
გუნდების გზა მიმდინარე სეზონში ორჯერ გადაიკვეთა, საიდანაც ერთი ფრედ, ხოლო მეორე „სეუ“-ს გამარჯვებით დასრულდა.
პირველი შეხვედრა - (3-3) – „ილიაუნი“: გიორგი წიქვაძე, ნიკა ჭკადუა,გიგა ხინთიბაძე გატანილი გოლის ავტორები. „სეუ“- სანდრო ობოლაძე, საბა ქურასბედიანი და დავით ჩაჩიბაიას ავტოგოლი.
მეორე დაპირისპირება - (3-2) - სანდრო ობოლაძის ჰეთრიქი და გიორგი წიქვაძის დუბლი.
ორივე შემთვხვევაში ვიხილეთ 5 ყვითელი ბარათი, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა.
უნივერსიტეტული დერბი განვლილი, 2023/24 სეზონის პლეი-ოფშიც ვიხილეთ. ½ ფინალური ეტაპის საგზური მაშინ „სეუ“-მ მოიპოვა. სერიაში ანგარიში 2-1 დასრულდა. ეს ყველაფერი კი მეტად დაძაბული სერიის ხილვას გვიწინასწარმეტყველებს.
sbm.ge გთავაზობთ 1/4 ფინალის წინ მთავარი მწვრთნელების ინტერვიუებს:
გუნდების პირველი შეხვედრა 7 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ოთხივე წყვილის ურთიერთშეხვედრები და სტატისტიკა საინტერესოდ გამოიყურება. პლეი-ფი სტარტს 3 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღებს. 4 მარტს ბათუმის სპორტის სასახლე უმასპინძლებს გუნდებს, ორი შეხვედრა კი 7 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. წარმატებულ და სანახაობრივ „გასეირნებას“ გისურვებთ, ფუტსალის ლიგა 2-ის, მე-7 სეზონის პლეი-ოფში!