ლიგა 2-ის 1/4 ფინალი: "ტფილისი" VS "გორი

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2025

ლიგა 2-ის 1/4 ფინალი:

„ტფილისი“ ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. რეგულარული სეზონის ჩემპიონია, ის ¼ ფინალურ ეტაპზე „გორს“ დაუპირისპირდება.

„ტფილისელებმა“ რეგულარული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარეს და პირველ პოზიციაზეც 32 ქულით დამსახურებულად გავიდნენ. რაც შეეხებათ „გორელებს“, სატურნირო ცხრილში  „მოღვაწეობა“ 5 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულეს.

„ტფილისი“ - გატანილი 83 ბურთი და ყველაზე ცოტა, 37 გაშვებული.

ლაშა ჯიქია - 14  გოლი, 5 ასისტი (14 თამაში)

გეგა კოშაძე - 12 გოლი, 9 ასისტი (14 თამაში)

საბა ეგრისელაშვილი - 13 გოლი, 6 ასისტი (14 თამაში)

„გორმა“ მიმდინარე სეზონში 63 გოლი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში, ყველაზე მეტი, 106 გოლი კი საკუთარ კარში მიიღო.

ნიკოლოზ ქარელი - 17 გოლი, 6 ასისტი (14 თამაში)

ლუკა ბერიანიძე - 10 გოლი, 7 ასისტი (10 თამაში)

გუნდები, რეგულარულ სეზონში 2 ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვება ორივე შემთხვევაში „დედაქალაქელებს“ დარჩათ.

პირველი შეხვედრა - (14-1) - საბა ეგრისელაშვილი (2 გოლი), გურამ ნადარეიშვილი (2 გოლი),ლუკას კარდოსო (2 გოლი),გიორგი თოდუა (3 გოლი),ნიკა ოთინაშვილი,გარი წერეთელი,ლაშა ჯიქია,ლაშა ხარაიშვილი და დავით ბუჩუკურის ავტოგოლი.

მეორე შეხვედრა - (6-9) – „გორი“-ომარ ცარიელაშვილი (3 გოლი), ლუკა ბერიანიძე,ნიკოლოზ სულთანიშვილი,ნიკოლოზ ქარელი. „ტიფლისი“- გიორგი თოდუა (2 გოლი), გეგა კოშაძე (2 გოლი), საბა ეგრისელაშვილი (2 გოლი), ბექა ჭელიძე (2 გოლი) და ლაშა ხუროშვილის ავტოგოლი. შეხვედრაში ნაჩვენები იყო 2 ყვითელი ბარათი, რომელიც ლუკა ბერიანიძეს და გეგა კოშაძეს ეკუთვნის. „გორელთა“ მხრიდან „პრესტიჟის“ გოლი ნიკოლოზ სულთანიშვილმა გაიტანა.

შეხვედრა ნაჩვენები ბარათის გარეშე დასრულდა!

მოგეხსენებათ „ტფილისი“ გასული სეზონის,ლიგა 3-ის ჩემპიონია.

sbm.ge 1/4 ფინალის წინ მთავარი მწვრთნელების კომენატრებს გთავაზობთ:

ლევან სვანიძე, "ტფილისი": "სასიხარულოა რეგულარული სეზონის ჩემპიონობა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი პირველ ეტაპზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდუნების საშუალება გვაქვს. ბიჭებს გათავისებული აქვთ ის, რომ მარტივი არცერთი თამაში არ იქნება პლეი-ოფში. გვსურს ფორმის პიკში შევხვდეთ დასკვნით ეტაპს და მოტივაციაც დიდი გვაქვს. "გორი" გამოცდილი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოადგილოსანია, მათთან მარტივ თამაშს არ ველოდებით, რადგან პლეი-ოფში წნეხი შედარებით მეტია. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ყველა ვარჯიშზე თუ თამაშზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. ბევრს ვშრომობთ დასახული მიზნისთვის, რათა წლევანდელი წელიც ტრიუმფით დავასრულოთ და უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვოთ".
 
დავით ადუაშვილი, გორი: "გუნდი სრული შემადგენლობით ვიქნებით საპლეიოფო შეხვედრებში. პირველადგილოსანს ვხვდებით და ამ მხრივ ცოტა არ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია. ჩავაგდეთ სეზონი, როგორც არ უნდა ვთქვათ. ცოტა იღბალის იმედიც გვექნება. ძალიან კარგი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, საჩემპიონო გუნდია. ჩვენი მიზანია ღირსეულად ვიბრძოლოთ პლეი-ოფში. ვეცდებით ერთი თამაში მაინც მოვიგოთ ამ დაპირისპირებაში".

 

პირველი მატჩი 7 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

 



  © SBM, 2016-2025