ლიგა 2-ის 1/4 ფინალი: "ბსსა" VS "FLC03"

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2025

ლიგა 2-ის 1/4 ფინალი:

ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის მორიგი 1/4 ფინალური წყვილი ასე გამოიყურება: „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ VS „FLC 03”

„ბათუმელთათვის“ რეგულარულმა სეზონმა ნამდვილად დადებითად ჩაიარა, გუნდმა ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა 31 ქულით. „ბსსა“ მიჯრით 10 თამაშია არ დამარცხებულა, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია!

„ბსსა“- 9 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება.

გიორგი დიაკვნიშვილი - 19 გოლი, (ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი), 10 ასისტი (15 თამაში)

მალხაზ შამილაძე - 12 გოლი, 12 ასისტი (13 თამაში)

„შავი ზღვის პირელებმა“ მოახერხეს 74 ბურთის გატანა, 56 კი საკუთარ კარში მიიღეს.

რაც შეეხება „FLC 03”-ს,მათთვის რეგულარ სეზონს არც ისე კარგად ჩაუვლია, გუნდმა ცხრილში ბოლოსწინა, მე-7 ადგილი დაიკავა.

„FLC 03” -10 წაგება, 4 მოგება

გიორგი ხმალაძე - 8 გოლი,  (7 თამაში)

დავით ბერაძე - 8 გოლი, 6 ასისტი (13 თამაში)

„ფალკონებმა“ 44 გოლის გატანა მოახერხეს, 66 კი საკუთარ კარში მიიღეს.

გუნდები ერთმანეთს მიმდინარე სეზონში 2-ჯერ დაუპირისპირდნენ: 

პირველ შეხვედრა (3-5) - დავით ბერაძის დუბლი და ნიკა ხაჭაპურიძის გოლი. „ბსსა“-დან თავი გიორგი დიაკვნიშვილმა (2 გოლი), მალხაზ შამილაძემ, ზვიად შამილაძემ და რაულ ჩიკიროვმა იჩინეს თავი. თამაშში ვიხილეთ 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი (ზურაბ შამილაძე)

მეორე შეხვედრა (6-4) - გიორგი დიაკვნიშვილი (2 გოლი), რაულ ჩიკიროვი (2 გოლი), მალხაზ შამილაძე და ზვიად შამილაძე.

„FLC 03”-დან თავი გიგა ესიტაშვილმა იჩინა (2 გოლი),თორნიკე ზოიძე და ბესიკ ბალაძის ავტოგოლიც ვიხილეთ. მატჩში იყო ერთადერთი ყვითელი ბარათი რომელიც გიორგი ბათიაშვილმა მიიღო.

ორივე შემთხვევაში გამარჯვება „ბათუმელებს“ დარჩათ.

გამოსარჩევია ის დაპირისპირება,რომელიც ბათუმში შედგა ამ ორ გუნდს შორის. ბიჭებმა შესანიშნავი სანახაობა გვაჩვენეს, მთელი თამაშის განმავლობაში! (6-4).

გუნდების პლეი-ოფური დაპირისპირება ვიხილეთ გასულ სეზონშიც, ლიგა 3-ში. ½ ფინალში გამარჯვება „FLC 03”-ს (ჯიპა) დარჩა და ფინალის საგზურიც სწორედ მათ მოიპოვეს!

sbm.ge გთავაზობთ 1/4 ფინალის წინ მთავარი მწვრთნელების კომენტარს:

მალხაზ შამილაძე, "ბსსა": "რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულება გვინდოდა.  რომ არა ტურნირის აუტსაიდერებთან დაკარგული ქულები, ასეც მოხდებოდა. "ტფილისთან" ურთიერთშეხვედრები და ერთქულიანი ჩამორჩენა, გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენი თავი აღვიქვათ ლიგის საუკეთესო გუნდად. მეორე წრე წაუგებლად გავიარეთ და ეს დიდ თავდაჯერებას გვმატებს. სეზონი გრძელდება და ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა, რის ძალასაც და მზაობასაც ჩემს გუნდში მკაფიოდ ვხედავ. "FLC03"-სგან სიურპრიზებს ყოველთვის უნდა ელოდო. წელს ისინი უკვე ორჯერ დავამარცხეთ და პლეი-ოფშიც იგივეს ვაპირებთ. ჩვენ გვახსოვს რთული მარცხი მათთან წინა სეზონში და ეს ორმაგ მოტივაციას გვაძლევს".
 
ოთარ ბერეჩიკიძე, "FLC03": "მეტოქე კარგი გუნდია, რაზეც მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარული სეზონიც მეტყველებს, მეორე ადგილზე დაასრულეს წრიული ეტაპი. შარშანდელთან შედარებით ბევრად კარგად დაკომპლექტებული და შეკრული არიან. რაც შეგვეხება ჩვენ, აქტიურად ვემზადებით პლეოფის თამაშებისთვის და ვეცდებით სასურველი შედეგი მივიღოთ. გუნდში კარგი განწყობაა, ბიჭებს დიდი მოტივაცია და შემართება აქვთ ამ დაპირისპირებისთვის.
წინასწარ ხმამაღალი განცხადებები არ არის ჩვენი სტილი, ყველაფერს თამაში გვიჩვენებს და საბოლოო ანგარიში იტყვის სათქმელს".
 
¼ ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი ბათუმში, 4 მარტს გაიმართება!



  © SBM, 2016-2025