ლიგა 2-ის 1/4 ფინალი: "ქუთაისი" VS "თსუ 2"
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასრულებულია,შესაბამისად გადავდივართ პლეი-ოფურ სივრცეში.
მოგეხსენებათ ¼ ფინალური ეტაპები სტარტს 3 მარტს აიღებს, მანამდე კი უფრო სიღრმისეულად „გავეცნოთ“ ჩვენს ოთხივე წყვილს.
მაშ ასე, პლეი-ოფის პირველი მატჩი - „ქუთაისი“ VS „თსუ 2“. პრინციპული დაპირისპირება, სადაც 2023 წლის სეზონის ფინალისტები, ამჯერად ნაადრევად „გადაეყრებიან“ ერთმანეთს!
2023 წელს თასი „თსუ 2“-ს დარჩა და რა თქმა უნდა „ქუთაისი“ რევანშის აღებას ეცდება. „უნივერსიტეტელებს“ ანგარიშზე ამასთან ერთად პირველი, სადებიუტო სეზონის ოქროს მედლებიც „მოეპოვებათ“. მაშინ „თსუ 2“-მა ფინალში "ილიაუნი" დაამარცხა. რაც შეეხებათ „ქუთათურებს“, ისინი 2021/22 სეზონის ჩემპიონები არიან.
sbm.ge გთავაზობთ 1/4 ფინალური სერიის წინ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს:
გუნდებმა სეზონი მე-4 (ქუთაისი) და მე-5 (თსუ 2) ადგილებზე დაასრულეს.
„ქუთაისი“ - 7 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება - 22 ქულა.
„თსუ“ 2 – 6 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება - 20 ქულა.
„ქუთაისი“ - გიორგი ხუნდაძე - 16 გოლი (9 თამაში) / ბაკურ გულუა - 10 გოლი, 10 ასისტი (14 თამაში)
„თსუ 2“ - ილარიონ ფიფია - 9 გოლი (11 თამაში) / რომან კუხიანიძე - 6 ასისტი (5 თამაში)
გოლების თანაფარდობა შემდეგნაირადაა: „ქუთაისი“ 59 -54. „თსუ 2“ – 46-45.
გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ:
პირველი შეხვედრა (2-0) - ვიხილეთ ვახტანგ დადიანის დუბლი, 4 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათი (ილია მაქსიმენკო).
მეორე შეხვედრა (2-1) - ირაკლი გვეტაძემ და ბაკურ გულუამ იჩინეს თავი „ქუთაისიდან“, „თსუ 2“-ში კი ლუკა გაგნიძემ მოახერხა 1 გოლის გატანა.
ამ გუნდების მეორე დაპირისპირება,რომელიც ქუთაისში შედგა, (2-1) ასახავს თუ რაოდენ დაძაბული სერია გვექნება!
„თსუ 2“ გასული წლის ფინალისტია!
„უნივერსიტეტელები“ ფინალში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდნენ, ლიგა 2-ის თასი კი „დინამოელებს“ დარჩათ.
3 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში პირველი დაპირისპირება გაიმართება!