ახალგაზრდულ ლიგაში პირველი სამეული უცვლელია!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2025

ახალგაზრდულ ლიგაში პირველი სამეული უცვლელია!

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის VIII ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15-16 თებერვალს გაიმართა.

„ბაქსვუდის სკოლასა“ და „სულაქველიძის აკადემიას“ შორის მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეექვსე წუთზე „სულაქველიძის აკადემია“ ორი უპასუხო ბურთით იგებდა. ერთწუთიან ინტერვალში მეტოქემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ანგარიში 3-2 გახდა და „ბაქსვუდი“ კვლავ ჩამორჩა. მეორე ნახევარში „ბაქსვუდმა“ ანგარიში 4-3 წაიყვანა. 33-ე წუთიდან ბესარიონ აბრამიშვილის დუბლით, რომელმაც მანამდე მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა, „აკადემიას“ უპირატესობა საბოლოოდ იბრუნებს. ილია გეწაძემ კი ტაბლოზე 6-4 დააფიქსირა.

„ს.ლ. აკადემია 2“-მა „ბეტისის აკადემია“ 3-1 დაამარცხა. ლუკა ღვინიანიძის, დემეტრე სვანიძისა და ნიკოლოზ თანდაშვილის გოლებით „ს.ლ. აკადემია“ მშრალად შენახული კარით 38-ე წუთამდე იგებდა. სხვაობის უმნიშვნელოდ შემცირება საბა მორჩილაძემ შეძლო.

ფრედ 3-3 დასრულდა „დუშეთსა“ და „ლოგოსს“ შორის გამართული დაძაბული შეხვედრა. ლევან ბენდელიანმა „ლოგოსი“ წინ ორჯერ გაიყვანა, მაგრამ მეტოქემ ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრა. 38-ე წუთზე ლაზარე ჯავაშვილმა „დუშეთი“ დააწინაურა. დარჩენილ დროში ბენდელიანმა აქტივში მესამე გოლიც მიითვალა და „ლოგოსს“ ქულა შეუნარჩუნა.

მონიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა „კომაროვმა“ „გრანდ ავლაბართან“. შეხვედრის პირველმა ნახევარმა გოლის გარეშე ჩაიარა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე რევაზ ჯაფარიძის გატანილი გოლი კი გამარჯვების აღმოჩნდა და „კომაროვმა“ სამი ქულა მიითვალა. დარჩენილ დროში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, თუმცა უშედეგოდ. დაძაბულობას მხოლოდ დავით ფირცხალავას (კომაროვი) და ილია ნუცუბიძის (გრანდ ავლაბარი) წითელი ბარათები მოჰყვა.

ახალგაზრდული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2025