„დუშეთმა“ „გრანდ ავლაბარი“ დაამარცხა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა!
ყველა სიახლე
ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის VII ტურმა სტარტი 7 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „დუშეთი“ და „გრანდ ავლაბარი“ დაუპირისპირდნენ. ორთაბრძოლაში გამარჯვება „დუშეთს“ დარჩა (8-3). პირველ ტაიმში ნომინალურმა მასპინძლებმა 6 უპასუხო გოლი გაიტანეს და მეტოქე გაანადგურეს.მეორე ნახევარში გოლების გატანა „ავლაბარმაც“ დაიწყო, თუმცა მხოლოდ 3 ბურთის გატანა მოახერხეს. ს.ა. 8-3. ამ გამარჯვებით „დუშეთმა“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
„ლოგოსმა“ „ბეტისის აკადემია“-ს დიდი ანგარიშით 8-3 მოუგო. პირველი ნახევარი შედარებით თანაბარი გამოგვივიდა, ანაგარიშშიც არ ყოფილა დიდი სხვაობა 4-2. მეორე ტაიმში კი მიჯრით 4 გოლის გატანა მოახერხა „ლოგოსმა“ და წერტილიც დაუსვა ამ შეხვედრას. „ლოგოსი“ მე-4 პოზიციაზე იმყოფება 12 ქულით, „ბეტისი“ კი მეშვიდეა, 3 ქულით.
მესამე შეხვედრაში „SL ACADEMY 2” “თენგიზ სულაქველიძის აკადემიას“ დაუპირსპირდა. ფავორიტად რა თქმა უნდა „სასკოლო ლიგის“ ბიჭები მიიჩნეოდნენ და მოლოდინები გამართლდა, მოწინააღმდეგე 8-3 გაანადგურეს. პირველი ნახევარი შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ვიხილეთ მხოლოდ 4 გატანილი ბურთი (3-1). მეორე ტაიმში კი წინააღმდეგობა ბოლომდე ვეღარ გაუწიეს ნომინალურმა სტუმრებმა და შეხვედრა ამ შემთხვევაშიც, მსგავსად წინა ორის, 8-3 დასრულდა. „სასკოლო აკადემია 2“ უდანაკარგოდ პირველ პოზიციაზეა, „სულაქველიძის ბიჭები“ კი ბოლოდან მესამე პოზიციაზე არიან.
ტურის დასკვნითი დაპირისპირება კი საკმაოდ დაძაბული გამოგვივიდა.
„ბაქსვუდის სკოლა“ „კომაროვის“ წინააღმდეგ. შეხვედრაში ანგარიში დემეტრე კუხალაშვილმა, მეორე წუთზეე გახსნა. ამას მოჰყვა „ბაქსვუდის“ 2 გოლი (2-1),თუმცა ტაიმი მაინც ვერ მოიგეს,რადგან თავი ისევ დემეტრე კუხალაშვილმა იჩინა. 2-2.
მეორე ტაიმის სტარტი „ბაქსვუდელებს“ იდეალური გამოუვიდათ, გაიტანეს ორი გოლი და ამის შემდეგ მხოლოდ ერთი მიიღეს საკუთარ კარში. ს.ა. 4-3. მატჩის საუკეთესოებად - დავით ჯობავა და დემეტრე კუხალაშვილი დასახელდნენ!.
ახალგაზრდული ლიგის მე-8 ტური, 15 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს!