სატურნირო ცხრილში ვითარება უფრო და უფრო იძაბება !
ყველა სიახლე
ლიგა 3-ის მე-12 ტური ბათუმური დერბით გავხსენით!
„ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ VS „ბათუმის სპორტული ცენტრი“.
შეხვედრა „BSC”-ს დიდი უპირატესობით დაიწყო, პირველი ნახევარი კი რომან იუსუბოვისა და ირაკლი მეგრელიძის გატანილი თითო გოლით მოიგეს. მოგეხსენებათ, „BNTU”-მ თითქმის ახალი გუნდი შეკრა და ჯერჯერობით შეთამაშების პრობლემა ჩანს. მეორე ნახევარში რომან იუსუბოვმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა „BSC”-ს გამარჯვებით - 1:5 დასრულდა.
დაძაბული აღმოჩნდა „EU”-ს და „ავლაბრის“ დაპირისპირება. შეგვიძლია ვთქვათ რომ მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, გუნდები „ცვლიდნენ“ მომენტებს, მე-17 წუთზე კი ლუკა ბიბლაიამ დააწინაურა საკუთარი გუნდი. უნივერსიტეტელებმა შეძლეს პირველი ნახევრის მოგება. მეორე ტაიმიც იგივე ვითარებაში გაგრძელდა, 30-ე წუთზე კი ბექა სამყურაშვილმა აღადგინა წონასწორობა (1-1) და შეხვედრაც კიდევ უფრო დაიძაბა. ყველაფერი იქით მიდიოდა რომ გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ, თუმცა ისევ ლუკა ბიბლაია და შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე „EU” წინ გადის!. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა (2-1) და ამ გამარჯვებით „უნივერსიტეტელებმა“ პირველი პოზიცია დაიბრუნეს. შეხვედრის საუკეთესოებად ლუკა ბიბლაია (უნივერსალი) და ნიკო ჯაბანიშვილი (მეკარე) დასახელდნენ.
მე-12 ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „SL ACADEMY” და „UG 2” დაუპირისპირდნენ. ლიდერების დაპირისიპირებას რაღათქმაუნდა დაძაბულს ველოდით და ეს მოლოდინებიც გამართლდა. ანგარიში გიორგი აირაპეტიანმა მე-14 წუთზე გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს გიორგი თანდიაშვილის გოლი მოჰყვა და აკადემიის ბიჭებმა პირველი ნახევარი მოიგეს - 2-0. 33-ე წუთისათვის უპირატესობა უკვე 4 ბურთიანი იყო. „უნივერსიტეტელთა“ მხრიდან თავი ნიკა კუპრავიშვილმა დუბლით იჩინა. ს.ა. 5-2. ამ გამარჯვებით „აკადემია“ ქულათა რაოდენობით სწორედ „UG 2” -ს გაუთანაბრდა.
მე-13 ტური სტარტს 14 თებერვალს,თბილისის ოლიმპიურ სასხლეში აიღებს!