"ევროპის უნივერსიტეტმა" ლიგა 3-ში პირველობა შეინარჩუნა!
ყველა სიახლე.jpg)
ფუტსალის ლიგა 3-იც მსგავსად ლიგა 2-ის, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 25 იანვარს განახლდა.
პირველ შეხვედრაში ერმანეთს „ავლაბარი“ და „ბათუმის სპორტული ცენტრი“ დაუპირისპირდნენ.
თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, პირელი გოლის გატანა ირაკლი ცაგარეიშვილმა („ავლაბარი“) მოახერხა. სწორედ ამ ერთადერთი გოლით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე. მეორე ნახევარში „ავლაბრელებმა“ კიდევ მეტად შეუტიეს და მიყოლებით 2 ბურთიც გაიტანეს (3-0). „ბათუმელთა“ მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა ლუკა ჩარგეიშვილმა შეძლო. ს.ა. 3-1.
დაძაბული გამოდგა „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება. დავით ბაბუციძისა და ვახტანგ კუსიანის გატანილი გოლებით მოიგო „EU”-მ პირველი ტაიმი. მეორე ნახევარის სტარტზევე ლევან მჭედლიშვილმა სხვაობა ერთამდე შეამცირა, თუმცა ამას „უნივერსიტეტელების“ კიდევ ორი გატანილი ბურთი მოჰყვა (4-1). დარჩენილ 10 წუთში „რუსთაველებმა“ შეტევის ტემპსა და ხარისხს უმატეს, შედეგად 2 გოლის გატანა მოახერხეს. ეს ყოველივე კი არ აღმოჩნდა საკმარისი შეხვედრის გადასარჩენად, საბოლოოდ 3 ქულა თბილისში დარჩა (4-3).
უხვგოლიან შეხვედრაში მოახერხა „UG2“-მა „BNTU”-ს დამარცხება 11-6. პირველ ნახევარში მაყურებელმა 7 გატანილი ბურთი იხილა, აქედან ექვსი „იუჯი 2“-ის აქტივში ჩაიწერა, ხოლო ერთი „ბათუმელთა“. მეორე ტაიმის სტარტი უკვე „აჭარლებს“ გამოუვიდათ კარგი - მიჯრით გატანილი 3 ბურთი და ორამდე შემცირებული სხვაობა. ამის შემდეგ ვიხილეთ კიდევ 7 გატანილი ბურთი და მირიან შარაშენიძის წითელი ბარათიც. თუმცა როგორც გამოჩნდა ეს გაძევება დიდად არ აისახა თამაშის სურათზე, ს.ა 11-6, 3 ქულა ამ შემთვევაშიც თბილისში რჩება.
მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა, სადაც ერთანეთს „აწსუ“ და „SL ACADEMY” დაუპირისპირდებიან, 28 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მე-11 ტური კი სტარტს 1 თებერვალს აიღებს!