თასზე თამაშის უფლება ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის რვა გუნდმა მოიპოვა!
ყველა სიახლე
2025-მა წელმა ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებით აიღო სტარტი. 18 და 19 იანვარს “თბილისი არენამ” 8 შეხვედრას უმასპინძლა.
პირველი დაპირისპირება “ილიაუნსა” და “ბსსა”-ს შორის შედგა და ბათუმელთა გამარჯვებით ანგარიშით 8-4 დასრულდა. პირველი ნახევარი აჭარელთა უპირატესობით წარიმართა და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობითაც (0-3) გავიდნენ. მეორე ნახევარი მეტად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, ვიხილეთ 8 გატანილი ბურთი და ამასთან ერთად ორი წითელი ბარათიც. ტაიმის სტარტზე „უნივერსიტეტელებმა“ უპირატესობა შეამცირეს ერთ ბურთამდე, თუმცა ეს ვერ აღმოჩნდა შეხვედაში გარდამტეხი. უხვგოლიანი შეხვედრის შედეგად, თასზე თამაშის უფლება „საზღვაო აკადემიამ“ მოიპოვა.
"BSC"-სა და "ქუთაისის" შეხვედრაში "ქუთაისისათვის” მატჩი კომფორტული უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშით 12-3 დაამარცხა, მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობაც სწორედ მათ მხარეს იყო და თასზე თამაშის უფლების მოპოვებაც, ძალების დაზოგვით მოახერხეს.
მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ლიგა 3-ის გუნდი „SL ACADEMY“ და მეორე ლიგაში მოასპარეზე „სეუ“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ანგარიში ნიკა სიდამონიძის მიერ მე-4 წუთზე გატანილი ბურთით გაიხსნა, ამის შემდგომ გააქტიურდნენ აკადემიის ბიჭები, შედეგად, 1 წუთში 2 ბურთის გატანა და წინ გასვლა მოახერხეს, ამასთან ერთად, პირველ ნახევრში გამარჯვების მოპოვებაც (2-1). მეორე ნახევრში თამაშის სურათი სრულიად შეიცვალა, „ სეუმ“ 30 წამში ორი ბურთი გაიტანა. ამას კიდევ მოჰყვა „აკადემიის“ კარში გოლები და ს.ა. 3-5 დაფიქსირდა.
ბოლო შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს „FLC03” და „ტფილისი“ დაუპირისპირდა დღის მატჩი აღმოჩნდა. შეხვედრა ბექა მირიანაშვილის 36-ე წამზე გატანილით გოლით გაიხსნა, სხვაობა მალევე გიგა ესიტაშვილმა გაზარდა. ,,ფალკონებს” იდეალური სტარტი გამოუვიდათ, თუმცა ამ ყველაფერს „ტფილისელთა“ ხუთი გოლი მოჰყვა. მთელი პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, შესვენებაზე კი ბიჭები ანგარიშით (3-5) გავიდნენ. მეორე ნახევარიც მაღალ ტემპში წარიმართა, რასაც მოჰყვა გიორგი ხმალაძის გოლი (4-5). თამაშის მიწურულს გარი წერეთლის ცარიელ კარში საკუთარი ნახევრიდან გატანილი გოლი და გიორგი ხმალაძის (მისთვის მესამე) გოლი ვიხილეთ. ფინიშის შემდგომ კი თასზე თამაშის უფლება „ტფილისელებმა“ მოიპოვეს. საუკეთესო მოთამაშეებად, გიორგი ხმალაძე და გეგა კოშაძე დასახელდნენ.
დღე მეორე „თსუ 2” VS „ავლაბრის“ დაპირისპირებით განახლდა. შეხვედრა აქტიურად დაიწყო ორივე გუნდმა, გაიცვალა არაერთი მომენტი და ორივე გუნდს ყველა შემთხვევაში მხსნელად „კარის დარაჯები“ აღმოაჩნდა. სწორედ მათი დამსახურებით მივიდა შეხვედრა 6-მეტრიანებამდე, იქ კი საუკეთესო ლევან ცერცვაძე აღმოჩნდა, ამის შედეგად, თასზე „თსუ 2” ითამაშებს.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „EU” და „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სტარტიდან მოყოლებული დამაჯერებელ უპირატესობას „ევროპის უნივერსიტეტი“ ფლობდა, შედეგად მოახერხეს 5 უპასუხო გოლით შესვენებაზე გასვლა. მეორე ნახევარი შედარებით მშვიდ ვითარებაში წარიმართა, გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 7-2 დააფიქსირეს. „ევროპის უნივერსიტეტი“ ფუტსალის ლიგის 1/8 ფინალში იასპარეზებს.
„UG2” „აწსუ“-ს დაპირისპირებაში გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. ორივე გუნდი ქმნიდა თავის მომენტებს, შედეგად ორი ბურთით მოახერხა წინ გასვლა „აწსუმ“. შაკო გუგუნავას და მირიან შარაშენიძის ბოლო წუთზე გატანილი გოლით, ძირითადი დრო დასრულდა 2-2. 6-მეტრიანების სერიაში კი უშეცდომო „აწსუ“ აღმოჩნდა.
დღის ბოლო დაპირისპირება ამ შემთხვევაშიც ძალზედ დაძაბული აღმოჩნდა - „რუსთავი“ „გორი“. მე-15 წუთზე თორნიკე შამათავამ „რუსთავი“ დააწინაურა, რასაც ერთ წუთში ნიკა ოქროპირიძის გოლიც მოჰყვა. ამის შემდგომ გუნდებმა გაცვალეს როგორც თითო გოლი, ისე წითელი ბარათებიც. ერთი შეხედვით ყველაფერი 6-მეტრიანების სერიაში უნდა გადამწყდარიყო, რომ არა ნიკოლოზ ტურიაშვილის გატანილი გოლი ბოლო წუთზე. წერტილი ამ შეხვედრას ლევან მჭედლიშვილმა დაუსვა, სირენასთან ერთად. საბოლოოდ კი შემდეგ ეტაპზე „რუსთავი“ იასპარეზებს.
1/8 ფინალური ეტაპები „თბილისი არენაში“ 22 და 23 იანვარს გაიმართება:
22 იანვარი
ტფილისი - იუჯი-წალენჯიხა 12:00
კსუ - დინამო თბილისი 14:30
თსუ2 - ქუთაისი 17:00
რუსთავი - არმია 19:30
23 იანვარი
ბსსა - EU 14:30
ბეტისი თბილისი - აწსუ 17:00
სეუ - თსუ 19:30