ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ცნობილია!
ყველა სიახლე27 დეკემბერს საქართველოს ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ფუტსალის ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის გუნდები იასპარეზებენ, ჯამში 16 გუნდი. წყვილში გამარჯვებულები, რომლებიც ერთი მატჩის შედეგად გამოვლინდებიან, თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
გუნდები ონლაინ, ბრმა წილისყრის შედეგად, შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
UG2 (ლიგა 3) vs აწსუ (ლიგა 3)
თსუ2 (ლიგა 2) vs ავლაბარი (ლიგა 3)
FLC03 (ლიგა 2) vs ტფილისი (ლიგა 2)
ილიაუნი (ლიგა 2) vs ბსსა (ლიგა 2)
რუსთავი (ლიგა 3) vs გორი (ლიგა 2)
EU (ლიგა 3) vs BNTU (ლიგა 3)
ს.ლ. აკადემია (ლიგა 3) vs სეუ (ლიგა 2)
BSC (ლიგა 3) vs ქუთაისი (ლიგა 2)
საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებული პირდაპირ ექვსმეტრიანების სერიით გამოვლინდება (ხუთ-ხუთი დარტყმა). გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპს გადალახავენ ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებს შეუერთდებიან. მერვედფინალური წყვილები წილისყრის შედეგად გაირკვევა.
ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18-19 იანვარს გაიმართება.