გრანდ ლიგასა და საკვალიფიკაციო ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო!
ყველა სიახლე![გრანდ ლიგასა და საკვალიფიკაციო ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო!](/files/files/IMG_0810.jpg)
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 დეკემბერს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. "ჯი არ სი"-მ "სფეისი" კომფორტული უპირატესობით 4-1 დაამარცხა. "ჯი არ სი" თამაშს საწყისი წუთებიდანვე აკონტროლებდა და მეოცე წუთამდე ოთხი უპასუხო ბურთით იგებდა. პრესტიჟის გოლი "სფეისის" რიგებიდან დავით უგრეხელიძემ გაიტანა. დუბლი შეასრულა გიორგი ენუქიძემ.
მსაგვსი სცენარით წარიმართა "AMTS"-ისა და "PERI"-ს მატჩიც. "AMTS"-მა ანგარიში ტაიმის მიწურუს გახსნა, მეორე ნახევარში კი სხვაობა ექვსამდე გაიზარდა. საბოლოო ანგარიში, 6-1, ოცდამეერთე წუთზე დაფიქსირდა. გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი გოლია ვახტანგ დეისაძისა და ვატო მაჭავარიანის სახელზე.
ავტოგოლმა გადაწყვიტა "E-Team"-ისა და "თელასის" დაძაბულ დაპირისპირებაში შეხვედრის ბედი. მეხუთე წუთზე "ბუკმეიკერებმა" საკუთარ კარში გატანილი გოლით მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგეს.
გრანდ ლიგის სამგზის ჩემპიონმა "არმიამ" სეზონი მოგებით დაიწყო. "ძალოვნებმა" "ინვესტორსაინი" 5-0 დაამარცხეს. დუბლი შეასრულა გოჩა ჯიქიამ.
"ბანკი ქართუ"-მ "სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს" ბოლო წუთზე გატანილი გოლით 2-1 სძლია. პირველ ტაიმში SIS-ის რიგებიდან გიორგი ხახვიაშვილის გოლს მეორე ნახევარში დავით აბეჩხრიშვილმა უპასუხა. საფინალო სირენამდე "ბანკირებს" გამარჯვება ავთანდილ ბუიღლიშვილმა მოუტანა.
დიდი ანგარიშით 9-1 დაამარცხა "McGill"-მა "DHL". შეხვედრაში შვიდი გოლით საუკეთესო კახაბერ გოგოხია იყო.