„ტფილისი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
დაძაბული სტუდენტური დერბი „ილიაუნისა“ და „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის ფრედ 3-3 დასრულდა. „სეუ“-მ ტაიმი სანდრო ობოლაძის გოლით მოიგო. ოცდამესამე წუთზე გიორგი წიქვაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეტოქე მალევე წინ ორი ბურთით გავიდა, მაგრამ „ილიაუნიმ“ ამჯერადაც შეძლო წონასწორობის აღდგენა და „სეუ“-მ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა.
ფრედ, 4-4, დასრულდა „თსუ 2“-სა და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ დაპირისპირებაც. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე „თსუ“ ორი ბურთით დაწინაურდა. მეორე ნახევარში „ბსსა“-მ მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა, საიდანაც ორი ავტოგოლით გაიქვითა და გუნდებმა საბოლოოდ ქულები გაიყვეს. „მეზღვაურთა“ რიგებიდან დუბლით ზურაბ შამილაძე გამოირჩა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ტფილისმა“ პრინციპული მეტოქე „FLC03” მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 5-1 და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მეცხრე და მეცამეტე წუთზე გატანილი გოლებით „ტფილისი“ ორი ბურთით იგებდა. მეორე ნახევრის სტარტზე სხვაობა სამამდე გაიზარდა. „ფალკონის“ რიგებიდან პრესტიჟის გოლი გიორგი ტაბახმელაშვილის სახელზეა. თამაშის ბოლომდე კი „დედაქალაქელებმა“ უპირატესობა კომფორტული გახადეს. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო დუბლით ლაშა ხარაიშვილი გახდა.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის სამი შეხვედრა 9 ნოემბერს თბილისში გაიმართება, ტური ბათუმში 12 ნოემბერს „ბსსა“-სა და „სეუ“-ს მატჩით დასრულდება.