საკვალიფიკაციო ლიგის 2023/24 წწ. სეზონის MVP დიმიტრი მაყიშვილი გახდა!

ყველა სიახლე
14 ივნისი 2024

საკვალიფიკაციო ლიგის 2023/24 წწ. სეზონის MVP დიმიტრი მაყიშვილი გახდა!

საკვალიფიკაციო ლიგაში გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა „ბაზისბანკმა“. „ბანკირებმა“ 2023/24 წწ. სეზონის ფინალურ დაპირისპირებაში „ლაქტალისთან“ 3-1 იმარჯვეს და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველი თასი აღმართეს.

მეშვიდე წუთზე „ლაქტალისი“ დაწინაურდა და პირველი ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით მათ სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, რასაც მალევე მოჰყვა „ბანკირების“ კიდევ ორი გოლი და „ბაზისბანკი“ საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონი გახდა.

ფინალის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები  ჩემპიონი გუნდიდან ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა, დააჯილდოვა.

2023/24 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის საუკეთესო მეკარე გიორგი ბერიშვილი (ლაქტალისი) გახდა. საუკეთესო მცველად გიორგი ალავიძე (ლაქტალისი) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო გიორგი პაპოშვილმა (ბაზისბანკი) მიიღო. საუკეთესო ასისტენტის ტიტული 8 შედეგიანი გადაცემით და საუკეთესო ბომბარდირის წოდება 13 გოლით გიორგი ლუკავამ (E-team) მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელი შოთა ბადალოვი გახდა (ბაზისბანკი).

საკვალიფიკაციო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დიმიტრი მაყიშვილი (ბაზისბანკი) დასახელდა.



  © SBM, 2016-2024