ვერცხლის ლიგის სეზონის კულმინაციაზე საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონის მორიგი ფინალური შეხვედრა გაიმართა. ვერცხლის ლიგის გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლაში „ავერსი“ გახდა. „ფარმაცევტებმა“ “NS Studio“-ს 2-1 სძლიეს და ჩემპიონობა იზეიმეს.
პირველი ტაიმის ბოლოს „ავერსმა“ უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში NS Studio-მ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა გადამწყვეტი გოლი „ავერსმა“ საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გაიტანა და „ფარმაცევტებმა“ გაიმარჯვეს.
ფინალის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მელანაშვილმა, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია "NS Studio"-ს თანადამფუძნებელმა ნინი ჭანტურიამ და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.
2023/24 წწ. სეზონის ვერცხლის ლიგის საუკეთესო მეკარე რატი ქართველიშვილი (ავერსი) გახდა. საუკეთესო მცველად გიორგი გვენეტაძე (NS Studio) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ანზორ ნადირაძემ (ავერსი) მიიღო. საუკეთესო ასისტენტის ტიტული 7 შედეგიანი გადაცემით პაატა ლეჟავამ (ავერსი) მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი გახდა (NS Studio). ზაზა ფიფია (DHL) 12 გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.
ვერცხლის ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზურაბ თარაშვილი (ავერსი) დასახელდა.