ოქროს ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები ცნობილია!

ყველა სიახლე
14 ივნისი 2024

ოქროს ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები ცნობილია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ოქროს ლიგის ჩემპიონი „შსს“ გახდა.

„ძალოვნებმა“ ფინალურ დაპირისპირებაში „კროკობეთი“ 2-1 დაამარცხეს და აღნიშნულ ტიტულს მესამედ დაეუფლნენ.

„შსს“ პირველ და მეორე ტაიმში გატანილი გოლებით ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. „ბუკმეიკერებმა“ 31-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა საბოლოოდ მატჩი „ძალოვნების“ გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ფინალის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან ტყეშელაშვილმა, კროკობეთის CBO-ბექა შარაშიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.

2023/24 წწ. სეზონის ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარე ვასილ საბაშვილი (შსს) გახდა. საუკეთესო მცველად ვლადიმერ მამფორია (შსს) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ოთარ კუხალეიშვილმა (შსს) მიიღო. საუკეთესო ასისტენტის ტიტული 5 შედეგიანი გადაცემით და საუკეთესო ბომბარდირის წოდება 9 გოლით ნიკა ოთინაშვილმა (კროკობეთი) მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელი ლევან კოპალიანი გახდა („კროკობეთი“).

ოქროს ლიგის 2023/24 წწ. საუკეთესო ფეხბურთელად რევაზ ინჯგია (შსს) დასახელდა.



  © SBM, 2016-2024