"ბაზისბანკმა" პირველი ჩემპიონობა საკვალიფიკაციო ლიგაში აღნიშნა!

ყველა სიახლე
10 ივნისი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლის საკვალიფიკაციო ლიგის ფინალში „ბაზისბანკმა“ „ლაქტალისი3-1 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

თავდაპირველად, დავით ქავთარაძის გოლით „ლაქტალისი“ დაწინაურდა და პირველი ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით მათ სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში გიორგი გოგავამ ანგარიში გაათანაბრა, რასაც მალევე მოჰყვა მისი თანაგუნდელების -  შოთა ბადალოვისა და შოთა კახიძის გოლები. საბოლოოდ, მატჩი „ბაზისბანკის“ გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

შოთა ბადალოვი, BASISBANK - “ძალიან დაძაბული პირველი ტაიმი იყო, რთულად დავიწყეთ, გოლი გავუშვით, მაგრამ მეორე ტაიმში მოვახერხეთ კონცენტრაცია და შედეგი ყველამ ვნახეთ. ეს არის ორწლიანი შრომის შედეგი. შარშან მესამე ადგილს დავჯერდით, დებიუტანტები ვიყავით, წელს უკვე ჩემპიონები გავხდით“.

"ბაზისბანკმა" ამ გამარჯვებით ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველი თასი აღმართა.



  © SBM, 2016-2024