„შსს“ ოქროს ლიგის გამარჯვებული მესამედ გახდა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლის სეზონის ოქროს ლიგის ფინალში „შსს“-მ „კროკობეთი“ 2-1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
მე-17 წუთზე ბექა ქინძოძის გოლით „შსს“ დაწინაურდა. გიორგი ყაზარაშვილმა მეორე ნახევარში უპირატესობა ორამდე გაზარდა. „კროკობეთის“ რიგებიდან გიორგი ჩიქოვანმა მალევე მოახერხა სხვაობის შემცირება, თუმცა საბოლოოდ მატჩი „ძალოვნების“ გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
რევაზ ინჯგია, შსს: „პირველ რიგში, მადლობა ორგანიზატორებს ამ ლამაზი ტურნირისათვის. ასევე მადლობას ვუხდი მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევისთვის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ წევრს და ყველა ჩემს გუნდელს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობდნენ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთ კარგ ტურნირში მომანიჭეს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“.
აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის სუპერლიგის ფინალში ერთმანეთს სწორედ „შსს“ და „კროკობეთი“ დაუპირისპირდნენ. „შსს“-მ ნაცნობი მეტოქე კვლავ დაამარცხა და ოქროს ლიგაში ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.