„ავერსმა“ ვერცხლის ლიგაში ჩემპიონობა იზეიმა!

ყველა სიახლე
09 ივნისი 2024

„ავერსმა“ ვერცხლის ლიგაში ჩემპიონობა იზეიმა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ვერცხლის ლიგის ფინალში „ავერსმა“ „NS Studio” 2-1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

თამაშის პირველი ნახევარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ტაიმის ბოლოს „ავერსმა“ უპირატესობა გიორგი თარაშვილის გოლით მოიპოვა. მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება გიორგი თოთლაძემ შეძლო, თუმცა გადამწყვეტი გოლი თორნიკე ბახტაძემ საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გაიტანა და „ფარმაცევტებმა“ გაიმარჯვეს.

ფინალის ბოლოს, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც 2023/2024 წლის სეზონის ვერცხლის ლიგის საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები დაჯილდოვდნენ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) გიორგი თარაშვილი გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზურაბ თარაშვილი, "ავერსი" - „ძალიან დაძაბული ფინალი იყო, ეგ ფაქტია. ამ თამაშს რომ მოიგებ ორმაგად და სამმაგად სასიხარულოა. 1-1 რომ გახდა მართლა ძალიან დაბნეულები ვიყავით, მაგრამ მწვრთნელის მითითებებითა და დარიგებით რაღაცები შევასრულეთ ისე, როგორც გვითხრა და მოვიგეთ. დიდი მადლობა სპონსორებსა და ორგანიზატორებს, ვინც აკეთებს ამ ძალიან კარგ პროექტს“.

"ავერსმა" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მეორედ იზეიმა. გუნდის აქტივში ბრინჯაოს ლიგის თასთან ერთად უკვე ვერცხლის ლიგის ჩემპიონობაცაა.



  © SBM, 2016-2024