ახალგაზრდული ლიგის პირველი სეზონის ჩემპიონი "ს.ლ. აკადემია" გახდა!

ყველა სიახლე
08 ივნისი 2024

ახალგაზრდული ლიგის პირველი სეზონის ჩემპიონი

"სასკოლო ლიგის აკადემიამ" "გრანდ ავლაბარი" ფინალური სერიის მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში, თანაბარი ბრძოლის შემდეგ პენალტების სერიაში დაამარცხა და ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული გახდა.

„გრანდ ავლაბარმა“ ფინალურ დაპირისპირებაში ანგარიში ოთხჯერ გაათანაბრა. ჩემპიონი ვერც დამატებით დროში გამოვლინდა. „საფეხბურთო ლატარეაში“ კი „ს.ლ. აკადემიამ“ 4-3 იმარჯვა.

ანგარიში პირველი ტაიმის მე-15 წუთზე, ლევან გუგუციძის გოლით გაიხსნა. „ავლაბარმა“ მალევე მოახერხა წონასწორობის აღდგენა. შეხვედრის პირველი ნახევარი „ს.ლ აკადემიის“ სასარგებლოდ, 3-2 დასრულდა, თუმცა წინ კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული მეორე ნახევარი იყო - დავით წერეთელმა კიდევ ორჯერ მოახერხა გუნდის თამაშში დატოვება. ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში, 5-5, კი 33-ე წუთზე გიორგი აირაპეტიანმა დააფიქსირა.

გამარჯვებულის ბედი პენალტებში თურმანიძის სეივმა გადაწყვიტა, რითაც „სასკოლო აკადემიამ“ სადებიუტო სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ილია გოგოხია-ხატისკაცი, „ს.ლ. აკადემია“: „პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა, ბიჭები ძალიან ბევრს ვშრომობდით. 100%-ით ველოდებოდი გამარჯვებას, რადგან მარტო მოგებისთვის უნდა იყო განწყობილი, მეტი არაფერი“.

ახალგაზრდული ლიგის პირველი სეზონი სანახაობრივ და დაძაბულ ფინალებში „ს.ლ. აკადემიის“ გამარჯვებით დასრულდა.



  © SBM, 2016-2024