ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ფანცულაია გახდა!
ყველა სიახლე“ლიბერთი ბანკმა“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში ჩემპიონობა ბრინჯაოს ლიგაში იზეიმა.
ფინალურ მატჩში გამარჯვებული ერთადერთმა გოლმა გამოავლინა. „ბანკირებმა“ დასკვნით შეხვედრაში“ „McGill“ კახა ტოგონიძის გოლით დაამარცხეს.
ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა „ლიბერთი ბანკის“ რისკების დირექტორმა გიორგი გვაზავამ მიიღო. დაჯილდოებაზე საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებული მოთამაშეები გამოვლინდნენ.
ბრინჯაოს ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მეკარე ბესიკ გოგონაია (ელპოზო) გახდა. საუკეთესო მცველად ვაჩე ალფაიძე (ლიბერთი ბანკი) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო თემურ რაქვიაშვილმა (ელპოზო) მიიღო. საუკეთესო ასისტენტის ტიტული 6 შედეგიანი გადაცემით და საუკეთესო თავდამსხმელის წოდება ლაშა გურგენიძემ მოიპოვა. საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით ლევან ჭიტაძეა (რუსთავი აზოტი).
ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა ფანცულაია (ლიბერთი ბანკი) დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
თემურ რაქვიაშვილი, ელპოზო: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ძალიან მაგრად ორგანიზებული ტურნირისთვის. ყველა ლიგის ფინალი ძალიან დაძაბული ბრძოლაა. ძალიან კარგი გუნდი იყო „ლიბერთი“, ჩვენ რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. „ლიბერთიმ“ თავისი ერთადერთი კარგი შანსი გამოიყენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და ვეცდებით, რომ მომავალ სეზონში უკეთესი ფეხბურთით დავბრუნდეთ“.
ვაჩე ალფაიძე, ლიბერთი ბანკი: „დღევანდელი ფინალი ძალიან დაძაბული იყო, ორგანიზებული იყო, პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან, სერიოზულად დავიწყეთ პირველივე წუთებიდან. მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი კარგი თამაშისთვის. ვეცდებით მომავალ წელს იმავენაირი შედეგი დავდოთ. ძალიან ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ შარშანაც ჩემპიონები გავხდით, წელსაც ტიტული ასე რომ ვთქვათ დავიცავით და იმედია, ასე გავაგრძელებთ“.