„ლიბერთი ბანკი“ ბრინჯაოს ლიგის ოქროს პრიზიორია!

ყველა სიახლე
02 ივნისი 2024

„ლიბერთი ბანკი“ ბრინჯაოს ლიგის ოქროს პრიზიორია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებული „ლიბერთი ბანკი“ გახდა.

„ბანკირებმა“ ფინალურ დაპირისპირებაში „ელპოზო“ 1-0 დაამარცხეს და საკვალიფიკაციო ლიგის შემდეგ ჩემპიონობა ბრინჯაოს ლიგაში იზეიმეს.

დასკვნითი მატჩის პირველი ნახევარი „ლიბერთიმ“ კახა ტოგონიძის გოლით მოიგო. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და გამარჯვებულის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწვიტა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბრინჯაოს ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა ფანცულაია (ლიბერთ ბანკი) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:

ნიკა ფანცულაია, ლიბერთი ბანკი: „ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია ჩვენთვის. ყველას უნდოდა გამარჯვება, მაგრამ ალბათ ღირსეულად მოვიგეთ. ძალიან კარგი ჩემპიონატია. მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს. ძალიან დახვეწილ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ალბათ რაღაცაში ვაჯობეთ, გაგვიმართლა და გავიტანეთ გოლი. ძალიან მძიმე თამაში იყო. მოსალოდნელი იყო, რომ სადაც გაძვრებოდა პირველი გოლი, ის გუნდი გაიმარჯვებდა. პირველი ინდივიდუალური ჯილდოა ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი და გამიხარდა. მოტივაციაა ეს ჩემთვის ერთგვარი, რათა შემდეგ სეზონზე უკეთ ვითამაშო და უფრო მეტი დავამტკიცო“.

„ლიბერთი ბანკმა“ ამ გამარჯვებით ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირებში პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.



  © SBM, 2016-2024