"არმია" გრანდ ლიგის სამგზის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
01 ივნისი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის გრანდ ლიგის ჩემპიონი „არმია“ გახდა. „ძალოვნებმა“ ტურნირის ისტორიაში სამივე ფინალი მოიგეს და ერთპიროვნული ლიდერები არიან.

ფინალური მატჩი „არმიასა“ და „McGill“-ს შორის 2-0 დასრულდა. პირველ ტაიმში გუნდები 1-0-ზე გაიყარნენ. „არმიამ“ საწყისი ნახევარი შმაგი ჭოხონელიძის გოლით მოიგო. დარჩენილ დროში იურისტებმა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანეს. საბოლოო ანგარიში ნადიმ კახაძემ დააფიქსირა და „არმია“ მორიგ ტიტულს დაეუფლა.

გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ შმაგი ჭოხონელიძე დასახელდა (არმია), რომელმაც MVP-სთან ერთად საუკეთესო ასისტენტის ჯილდოც მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:

შმაგი ჭოხონელიძე, არმია: „მადლობა პირველ რიგში SBM-ს და თავდაცვის სამინისტროს, რადგან მივიღეთ ამ ტურნირში მონაწილეობა. ფინალში კარგი თამაში გამოვიდა. მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდი იყო. მადლობა ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სეზონი გვამხნევებდნენ. სასიამოვნოა ზედიზედ მესამედ რომ ავიღეთ თასი. განსაკუთრებით ახლა, რადგან ჩვენი კაპიტანი, მალხაზ მერლანი, გავაცილეთ. ძლიერი გუნდები იყვნენ წელსაც გრანდ ლიგაში, მაგრამ მოგებას ველოდით. ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინეთ მწვრთნელის დახმარებით. საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც ჩემი გუნდის დამსახურებაა“.

გრანდ ლიგის რიგით მესამე სეზონი კვლავ „არმიას“ გამარჯვებით დასრულდა, ვერცხლის მედლები კი ამჯერად „McGill”-მა მოიპოვა.



  © SBM, 2016-2024