ტარიელ ხეჩიკაშვილი:"საქართველოში ფუტსალი არათუ ცოცხლდება არამედ სწორი სვლით ვითარდება"
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2016/17 წწ ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მფკ „ტატიშვილი“ და მფკ „სტუ-თელასი“ დაუპირსპირდა.
დაძაბული შეხვედრა „ენერგეტიკოსების“ გამარჯვებით 3:2 ორი დასრულდა და ფინალური სერიის ანგარიში გათანაბრდა, 1:1. განმეორებითი მატჩისგან განსხვავებით „მედიკოსებმა“ ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ანგარიშის დიდი სხვაობით 9:4 დაამარცხეს „ენერგეტიკოსები“. ფინალური სერია ორ მოგებამდეა.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა sbm.ge კომენტარი გააკეთა და ქართული ფუტსალის წინსვლაზე ისაუბრა
ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: „ ძალიან საინტერესო და დაძაბული ფინალის მომსწრე გავხდით. მე ვფიქრობ, ესეთი კარგი თამაშები არის წინაპირობა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო აიმაღლებს და ბუნებრივია ეს კონკურენციას გაზრდის.
ყველას გვიხარია და ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატება და ვფიქრობ ესეთი დაძაბული ფინალები და მატჩები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ნაკრების წარმატებას ევრო ასპარეზზე. ერთადერთი რაც მინდა, გულშემატკივრებს მოვუწოდო, მოვიდნენ. გადამწყვეტი თამაშია ორშაბათს და ისიამოვნონ ფეხბურთით ისევე როგორც დღეს ისიამოვნა აქ მოსულმა მაყურებელმა. სხვათაშორის ტრიბუნები სავსე იყო. მემგონი დღის წესრიგშია ეს საკითხი, რომ უფრო დიდი არენაზე ჩატარდეს ეს ფინალი, იმიტომ რომ აქ მოსულ მაყურებელს ერთი წამიც არ ჰქონდათ ყურადღების მოსადუნებლად იმიტომ რომ იყო საუცხოო სანახაობა, ემოციებით სავსე, ძალიან ბევრი ნაკრების წევრი იყო მოედანზე, იყო ემოცია ბრძოლა და ძალიან კარგი, ხარისხიანი ფეხბურთი.
მინდა მივულოცო თითოეული გუნდის წარმომადგენლებს , ფუტსალის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს, რომ ჩვენთან ფუტსალი არათუ ცოცხლდება არამედ ვითარდება და სწორი სვლით ვითარდება, მადლობა ყველას ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის.“- განაცხადა მინისტრმა.