მეგობრობის თასის 1/4 ფინალურ მატჩებში "სფეისმა" და "ავერსმა" იმარჯვეს!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეგობრობის თასის ორი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა.
პირველ მატჩში “სფეისი“ დებიუტანტ „ლაიონ ტრანსს“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირების ძირითადი დრო 2-2 დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც „სფეისმა“ მეტოქე 3-2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მეოთხე წუთზე ზურაბ ძაგანიამ გახსნა და "ბანკირებმა" პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევარში ლუკა ბლიაძის და ტატო ახალაიას გოლებით უპირატესობა "ლაიონ ტრანსმა" მოიპოვა. წონასწორობა მატჩის ბოლო წუთზე გიორგი ურთაშვილმა აღადგინა. პენალტების სერიაში სამი დარტყმიდან ორივე გუნდს თითო გამოუყენებელი პენალტი ჰქონდა. სერია პირველ გაცუდებულ დარტყმამდე გაგრძელდა და მეორე წრეზე გამარჯვების მოპოვება "სფეისმა" შეძლო.
მეორე 1/4 ფინალურ წყვილში მარტივი გამარჯვება იზეიმა "ავერსმა". "ფარმაცევტებმა" "ტერაბანკი" დიდი უპირატესობით 8-0 დაამარცხეს. "ავერსმა" პირველ ტაიმში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. თამაშის სცენარი არც დარჩენილ დროში შეცვლილა და საბოლოოდ სხვაობა სოლიდური გახდა. შეხვედრაში დუბლი პაატა ლეჟავამ და ბესო სოკურაშვილმა გაიფორმეს.
მეგობრობის თასის კიდევ ერთი 1/4 ფინალური მატჩი "მთავარ არხსა" და "ჯი არ სი"-ს შორის 1 ივნისს გაიმართება.