საკვალიფიკაციო ლიგასა და გრანდ ლიგაში ფინალისტები გამოვლინდნენ!

ყველა სიახლე
19 მაისი 2024

საკვალიფიკაციო ლიგასა და გრანდ ლიგაში ფინალისტები გამოვლინდნენ!

საკვალიფიკაციო ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ფინალისტები ცნობილია. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „ლაქტალისი“ და „ბაზისბანკი“ დაუპირისპირდებიან.

„ბაზისბანკმა“ „თბილავიამშენი“ დიდი უპირატესობით 9-1 დაამარცხა. „ბანკირებმა“ საწყისი ტაიმი 3-1 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს და ფინალში გავიდნენ.

„ლაქტალისმა“ 1/2 ფინალებამდე უდანაკარგო „e-team” სერიის ორივე შეხვედრაში 2-1 დაამარცხა და სადებიუტო სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

გოგა მამარდაშვილმა „ბუკმეიკრები“ წინ მეათე წუთზე გაიყვანა. გიორგი ალავიძემ მეჩვიდმეტე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ტაიმის ბოლოს კი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2-1 გახადა. შეხვედრის მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და რეგულარული სეზონის გამარჯვებული ჩემპიონატს გამოეთიშა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ალავიძე, ლაქტალისი: „ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ვაჯობეთ თამაშით და მოვიგეთ. ორივე გუნდს გვქონდა შანსი. თავიდან ვაგებდით, მაგრამ შემოვატრიალეთ ანგარიში და გამარჯვებით დავასრულეთ. ფინალსაც მოვიგებთ სავარაუდოდ, ასე მჯერა. წინა მატჩშიც ასე მიდიოდა ანგარიში. ბედი არ გვწყალობს ალბათ, თითქმის ყველა თამაშს ასე ვიწყებთ და შემდეგ ვატრიალებთ. რისი ბრალია, არ ვიცი. ვვარჯიშობთ ფინალისთვის შეძლებისდაგვარად, სამსახურიდან გამომდინარე. კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან ფინალს სხვა დატვირთვა ექნება“.

მეორე ფინალისტი გამოვლინდა გრანდ ლიგაშიც. „McGill“-მა „ბაქსვუდი“ განმეორებით 1/2 ფინალში 3-0 დაამარცხა. „იურისტების“ რიგებიდან ორი გოლი უშანგი ბახტაძემ გაიტანა. პირველ მატჩში დაფიქსირებული საპირისპირო შედეგის გამო სერიაში გამარჯვებული პენალტებში გამოვლინდა. McGill-მა მეტოქეს „საფეხბურთო ლატარეაში“ 3-2 აჯობა და რიგით მესამე სეზონში მაყურებელი განსხვავებულ ფინალს იხილავს. ამჯერად „არმიასთვის“ მოქმედი ჩემპიონის ტიტულის წართმევას „McGill” შეეცდება.



  © SBM, 2016-2024