"არმია" გრანდ ლიგაში ზედიზედ მესამე ტიტულისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
19 მაისი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

სათამაშო დღე გრანდ ლიგით დაიწყო. „არმიამ“ „უკრაინა“ 2-1 დაამარცხა და ფინალში ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაიცავს. „ძალოვნებმა“ შეხვედრა ნიკოლოზ უგრეხელიძის დუბლით მოიგეს. თამაშში ანგარიში მეთერთმეტე წუთზე გაიხსნა. ლევან ჩიხრაძემ წონასწორობა მეთხუთმეტე წუთზე აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „არმია“ კვლავ წინ გავიდა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „უკრაინა“ ჩემპიონატს გამოეთიშა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში დღეს ასევე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეგობრობის თასის 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართება, სადანაც დებიუტანტი „ლაიონ ტრანსი“ „სფეისს“ ეთამაშება, „ტერაბანკი“ კი „ავერსს“ გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024